» » Eurosport: პისარო საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

Eurosport: პისარო საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

4-05-2017, 13:08 -ss- სიახლეები 0

Eurosport: პისარო საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავდამსხმელი კლაუდიო პისარო, Eurosport-თან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ კომენტარს აკეთებს. ფეხბურთელი რომლის კარიერის დასრულებას, ევროპელი სპორტული მიმომხილველები, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვარაუდობდნენ, როგორც ირკვევა "დიდი ფეხბურთიდან" წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგაც აპირებს.

"მივიღე გადაწყვეტილება, საკუთარი პროფესიონალური კარიერის, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ნამდვილად არ ვიცი, სად აღმოვჩნდები მომავალ საფეხბურთო სეზონში"-განაცხადა 38 წლის ვეტერანმა პერუელმა შემტევმა.

კლაუდი პისარომ, რომელიც მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ბრემენის "ვერდერის" ღირსებას იცავს, გერმანიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მონაცემების მიხედვით, 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლიდანაც ძირითად თერთმეტეულში 10 ჯერ იყო წარმოდგენილი. გახდა ერთი გატანილი გოლისა და ორი შედეგიანი გადაცემის ავტორი.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ საკუთარი კარიერის განმავლობაში, სამხრეთამერიკელ თავდამსხმელს, მიუნხენური კლუბის რიგებში, არაერთი წელი აქვს გატარებული. 2001-2007 და 2012-2015 წლის საფეხბურთო სეზონში იგი, სწორედ "რეკორდმაისტერის" ღირსებას იცავდა. გერმანული გრანდის მაისურით გატანილი 125 გოლის წყალობით, პისარო დღემდე რჩება კლუბის ერთ-ერთ გამორჩეულ გოლიადორად, მიუნხენის "ბაიერნის" ყველა დროის ბომბარდირთა დავაში.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.