» » Bild : მიულერი უკმაყოფილოა

Bild : მიულერი უკმაყოფილოა

4-მაი-2017, 14:06
0341
მიუნხენის "ბაიერნის" 27 წლის შემტევი ნახევარმცველი ტომას მიულერი, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, საკუთარი თამაშით უკმაყოფილოა. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, მისი მიზანია მომავალ სეზონში "ბაიერნის" შემადგენლობაში, ჩვეული საკვანძო როლი დაიბრუნოს და საკუთარ კლუბს, ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში, სათანადო დახმარება გაუწიოს.

"მიმდინარე სეზონში, იმ შეხვედრებს, რომლებიც ჩვენი კლუბისათვის უმნიშვნელოვანესი იყო ვფიქრობ, რომ სათანადოდ ვერ შევხვდი. ჩემი მიზანია, მომავალ სეზონში "ბავარიის" რიგებში, საკვანძო როლი შევასრულო. ეს კი ყოველთვის ერთ ადამიანზეა დამოკიდებული. მოედანზე ყოფნის დროს, ჩემზე დაკისრებული ამოცანა ყოველთვის რთულდება, როდესაც თავს სრულ იზოლაციაში ვგრძნობ. იმისდა მიუხედავად სად ვთამაშობ, ცენტრალურ ზონაში თუ ფლანგზე"-ციტირებს გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild-ი, "ბავარიელი" შემტევის სიტყვებს.

სტატისტიკის მოყვარულებს გეტყვით, რომ ტომას მიულერმა, მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით, 2016/2017 წლის საფეხბურთო სეზონში 39 შეხვედრა გამართა. ფეხბურთელის აქტივში, 9 გატანილი გოლი და 17 საგოლე გადაცემაა აღნიშნული. მიულერის მიერ, კლუბთან გაფორმებულ კონტრაქტის ვადად კი 2021 წლის 30 ივნისია განსაზღვრული.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..