» » Bild : კრესპო ახალგაზრდა "ბავარიელებს" რჩევას აძლევს

Bild : კრესპო ახალგაზრდა "ბავარიელებს" რჩევას აძლევს

5-მაი-2017, 11:27
0429
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ერნან კრესპო გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რენატუ სანჩესსა და იოშუა კიმიხს, რჩევას აძლევს. არგენტინელი შემტევი, რომელიც წლების განმავლობაში იტალიაში, საკლუბო კარიერას ეწეოდა, კარლო ანჩელოტთან ერთად გატარებულ პერიოდს იხსენებს.

"თუ გადავხედავ ჩემს კარიერას, შემიძლია ვთქვა, რომ კარლო ანჩელოტი ჩემთვის მამასავით იყო. საფეხბურთო კლუბ "პარმას" რიგებში 21 წლის ასაკში აღმოვჩნდი, მაშინ მე ანჩელოტიმ არამხოლოდ ფეხბურთი, არამედ ცხოვრება მასწავლა. მასწავლა ვარჯიშზე მაქსიმუმის გაღება, ხოლო თამაშის დროს სათანადო მოთმინების გამოჩენა. თუ რენატუ სანჩესი და იოშუა კიმიხი, ანჩელოტის რჩევა-დარიგებებს ყურს დაუგდებენ, ეს მათ მხოლოდ და მხოლოდ წაადგებათ"-ციტირებს 41 წლის ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს, გამოცემა Bild-ი.

ერნან კრესპო, უახლოესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არგენტინელი ფეხბურთელია. სხვადასხვა დროს იგი ასპარეზობდა ისეთ გუნდებში, როგორებიცაა : "პარმა", "ლაციო", "მილანი", "ჩელსი", "ინტერი" და სხვა. მიღებულ, უამრავ ინდივიდუალურ ჯილდოსთან ერთად, არის არგენტინის 3 გზის ჩემპიონი, იტალიის სერია ა-ს, იტალიის თასისა და სუპერთასის რამდენიმე გზის გამარჯვებული. ინგლისის პრემიერლიგისა და სუპერთასის გამარჯვებული, უეფას ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონი და რამდენიმე სანაკრებო ტიტულის მფლობელი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..