» » ჰამით ალტინტოპი: ბაიერნისთვის თამაში განსაკუთრებული შეგრძნება იყო

ჰამით ალტინტოპი: ბაიერნისთვის თამაში განსაკუთრებული შეგრძნება იყო

5-05-2017, 15:08 LEV4NI ინტერვიუ 0

ჰამით ალტინტოპი: ბაიერნისთვის თამაში განსაკუთრებული შეგრძნება იყო
ჰამით ალტინტოპი მიუნხენული კლუბის მაისურს 2007-2011 წლებში ატარებდა, 109 ჩატარებული შეხვედრიდან კი ჩემპიონობის მოპოვება 2-ჯერ მოახერხა. შაბათს ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი ალიანს-არენას კიდევ ერთხელ ეწვევა თუმცა ამჯერად განსხვავებულ ვითარებაში.

როგორც მოგეხსენებათ ბავარია მომდევნო ტურის მატჩს მიმდინარე სეზონის აშკარა აუტსაიდერის დარმშდადტის წინააღმდეგ გამართავს, თურქი ფეხბურთელი კი სწორედ ლურჯი ფორმით გამოვა მინდორზე სათამაშოდ.

რეკორდმაისტერის ოფიციალურ გვერდზე კი გამოქვეყნდა სტატია სადაც ალტინტოპის მიერ მიცემულ ინტერვიუს ვკითხულობთ.

FCB: ჰამით, ხუთ წლიანი პაუზის შემდეგ შაბათს კვლავ დაბრუნდებით ალიანს არენაზე, როგორი მოგონებები გაკავშირებთ მიუნხენთან?

ალტინტოპი:
ეს არის სტადიონი სადაც გერმანიის ჩემპიონატი 2-ჯერ მოვიგე და ამასგარდა ჩავატარე უამრავი მატჩი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ახლა მე ვბრუნდები ამ დიდებულ ქალაქში რომელთანაც მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს.

FCB: მიუნხენში 4 წელი ითამაშე, რა შეგძინათ ამ პერიოდმა?

ალტინტოპი: ამ ყველაფერმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემთვის, 4 წელი ჩემი კარიერის 1/4 ნაწილია და მიუნხენისს ბაიერნისთვის თამაში სრულიად განსხვავებული, განსაკუთრებული გრძნობა იყო. ვამაყობ რომ ამ კლუბთან ერთად ბუნდესლიგის 2 ტიტული მოვიგე და ამდენჯერვე გავხდი თასის გათამაშების გამარჯვებული.

FCB: გაქვს თუ არა კონტაქტი რომელიმე ბავარიელ ფეხბურთელთან? ამ კლუბში დღესაც არიან ისეთი ფეხბურთელები რომლებთან ერთადაც თამაში მოგიწია...

ალტინტოპი: მე ვსაუბრობ ფრანკთან და სხვა მოთამაშეებთან რომელთა კიდევ ერთხელ ნახვა ნამდვილად გამახარებს, ასევე რეგულარულ კონტაქტში ვარ ტომას რეშკესთან რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია.

FCB: შენი კონტრაქტი ამჟამინდელ კლუბთან სეზონის ბოლოს იწურება, როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ალტინტოპი: ფეხბურთის თამაში რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მინდა, ვთქვლი რომ გუნდის დახმარება კიდევ შემიძლია.

FCB: დეკემბერში 35 წლის გახდით, იცით თუ არა იმის შესახებ თუ რას გააკეთებთ კარიერის დასრულების შემდეგ?

ალტინტოპი: მინდა რომ ფეხბურთში დავრჩე თუმცა ადგილმდებარეობის შესახებ ჯერ არ ვიცი, საკუთარ თავს ალბათ მთავარი მწვრთნელის როლშიც წარმოვიდგენდი მიუხედავად იმისა რომ ეს საქმიანობა საკმაოდ ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.