» » Transfermarkt: შესაძლოა რომ ალექსისი მომავალი სეზონიდან ბაიერნის ფეხბურთელი გახდეს.

Transfermarkt: შესაძლოა რომ ალექსისი მომავალი სეზონიდან ბაიერნის ფეხბურთელი გახდეს.

5-მაი-2017, 15:57
0466
ავტორიტეტული სპორტული გამოცემა Transfermarkt საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, საქმე ეხება ალექსის სანჩესის მოსალოდნელ ტრანსფერს რომელიც შეიძლება მომავალი სეზონიდან ბავარიული კლუბის მაისურით ვიხილოთ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბოლო დღებში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა იმის შესახებ რომ ბაიერნის მესვეურები ჩილელი გარემარბის საკითხით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი და ახლო მომავალში ბევრი რამ უნდა გახდეს ცნობილი.

ალექსისის შესაძლო ტრანსფერს კი არაერთი წინაპირობა აქვს, დავიწყოთ იქედან რომ ფეხბურთელის აგენტის თქმით მის კლიენტს უკვე დიდი ხანია ლონდონური კლუბის დატოვება აქვს განზრახული, ამის მიზეზად კი არსენალის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა სახელდება რომელიც უკვე კარგა ხანია ბრძოლას ვერცერთი პრესტიჟული ტურნირისთვის ვერ ახერხებს.

მეორე ფაქტორად თანამემამულე არტურო ვიდალი უნდა დავასახელოთ რომელმაც შესაძლოა რომ ალექსისის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშოს, შეგახსენებთ რომ რამდენიმე სპორტულმა გამოცემამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ არტურო თავის თანამემამულეს მიუნხენული კლუბის როგებში გადმოსვლას ურჩევს.

არსენალს კი მისი შენარჩუნება სურს, ფეხბურთელი რომელიც რამდენიმე წლის წინ კატალონიის ბარსელონამ დაიწუნა და ლონდონში გაუშვა სათამაშოდ, არსენალის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა, „მეთოფეებმა“ კი კარგად იციან რომ მისი დაკარგვის შემთხვევაში მათ კლუბს უდიდესი ძალა გამოაკლდება.

სწორედ ამ მიზეზით არის გამოწვეული ის რომ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებმა სანჩესის სატრანსფერო ფასი გაზარდეს და ამჟამად ის 55 მილიონ ევროს შეადგენს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ფაქტი ისაა რომ Transfermarkt-ი ალექსისის შესაძლო ტრანსფერის ალბათობას ბავარიული კლუბის რიგებში დღითიდღე ზრდის.

საგულისხმო ფაქტია ისიც რომ სანჩესმა არსენალთან არსებული კონტრაქტის გახანგძლივებაზე უარი განაცხადა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..