» » ტორსტენ ფრინგსი : ბოლომდე ვიბრძოლებთ

ტორსტენ ფრინგსი : ბოლომდე ვიბრძოლებთ

6-05-2017, 12:03 -ss- ანონსი 0

ტორსტენ ფრინგსი : ბოლომდე ვიბრძოლებთ
მიუნხენის "ბაიერნსა" და საფეხბურთო კლუბ "დარმშტადტს" შორის, გერმანიის ჩემპიონატის 32-ე ტურის ეგიდით, დღეს გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა "დარმშტადტის" მთავარმა მწვრთნელმა, ტორსტენ ფრინგსმა. 40 წლის გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ურთულესი მეტოქის მიუხედავად, მისი გუნდი წარმატების მისაღწევად ბრძოლას, ბოლო წამამდე აპირებს.

"მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ამ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ყველაზე ძლიერი შემადგენლობით წარმოდგენილი არ იქნება, სხვაობა ჩვენსა და მეტოქე გუნდს შორის, კვლავაც შესამჩნევი დარჩება. არ ვფიქრობ, რომ მიუნხენელები მოდუნებულნი იქნებიან, ამის შანსი ერთი პროცენტიც არ არის. ფრთხილად თამაში გვმართებს, ჩვენი მიზანია "ბავარიის" ბორბლების ქვეშ არ მოვყვეთ. რა თქმა უნდა, ვადაზე ადრე დანებებას არ ვაპირებთ, მზად ვართ ამისათვის უკანასკნელი ძალებიც კი გავიღოთ, ყველაფერ დანარჩენს მოედანზე ვიხილავთ"-ციტირებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი, ტორსტენ ფრინგსის სიტყვებს.

შეგახსენებთ, "ალიანც არენაზე" დღეს გასამართ შეხვედრას, მიუნხენის "ბაიერნი" მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. მანუელ ნოიერისა და მატს ჰუმელსის გარდა, საკუთარ გუნდს ასევე ვერ დაეხმარებიან, ხავი მარტინესი და კინგსლი კომანი. ზემოაღნიშნული მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.