ანჩელოტი : უკეთ თამაში გვსურს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ანჩელოტი : უკეთ თამაში გვსურს

ანჩელოტი : უკეთ თამაში გვსურს

6-05-2017, 12:45 -ss- სიახლეები 0

ანჩელოტი : უკეთ თამაში გვსურს
მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, მომავალი საფეხბურთო სეზონის გეგმებზე საუბრობს. 57 წლის სპეციალისტის განცხადებით, მან ზუსტად იცის ის თუ რა ესაჭიროება, მიუნხენის "ბაიერნს" უკეთესი თამაშისათვის და ამის განსახორციელებლად, კლუბში ახალი ფეხბურთელების მოყვანასაც არ გამორიცხავს.

"ნაციონალური პირველობის დასასრულს, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად სამომავლო გეგმების განხილვას ვაპირებ. მსურს სათანადოდ მოვემზადოთ ახალი სეზონისათვის. გარდა ამისა, კლუბში ახალი ფეხბურთელების მოყვანის საკითხსაც განვიხილავთ. ჩვენ უკეთ თამაში გვსურს და ზუსტად ვიცი, თუ რა არის ამისათვის საჭირო. იმედს ვიტოვებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობაც სწორედ ამ მიმართულებით ფიქრობს"-აღნიშნა ანჩელოტიმ.

"ბავარიელთა" თავკაცმა ასევე კომენტარი გააკეთა, ფილიპ ლამის გადაწყვეტილების შესახებ. როგორც ცნობილია ფეხბურთელი, საკუთარი პროფესიონალური კარიერის დასრულებას , მიმდინარე სეზონის ბოლოს აპირებს.

"ლამი არასდროს არ წუხს, მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ფილიპი ყველაზე პროფესიონალი ფეხბურთელია მათ შორის, ვისთანაც კი მიმუშავია. არ ვიქნებოდი იმის წინააღმდეგი, რომ კლუბში ოცი ლამი მყოლოდა"-ციტირებს გამოცემა ESPN FC, კარლო ანჩელოტის სიტყვებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.