» » იულიან ბრანდტი : სათამაშო პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია

იულიან ბრანდტი : სათამაშო პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია

6-მაი-2017, 13:21
0438
ლევერკუზენის "ბაიერის" 21 წლის შემტევი იულიან ბრანდტი, კლუბის გამოცვლით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას, ინტერნეტ-გამოცემა Fokus Online ავრცელებს. ახალგაზრდა გერმანელი ფებურთელის განცხადებით, იგი ამჟამინდელ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს, რადგანაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ განიცდის. შეგახსენებთ, გერმანულ პრესაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" სატრანსფერო სამიზნეს, სწორედ ზემოხსენებული ფეხბურთელი წარმოადგენს.

"როდესაც შენ ახალ კლუბში გადადიხარ, რა თქმა უნდა, არავინ გაძლევს გარანტიას, რომ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა არ გექნება. მიმაჩნია, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მომავალ სეზონში, რაც შეიძლება მეტ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა. ლევერკუზენის "ბაიერში" კი ამის შესაძლებლობა მაქვს"-აღნიშნა ბრანდტმა, ჟურნალისტთან მიცემულ ინტერვიუში.

21 წლის გერმანელი ფეხბურთელი, ლევერკუზენის "ბაიერის" შემადგენლობაში 2014 წლის 1 იანვრიდან ირიცხება. მისი მოქმედი კონტრაქტი, ხსენებულ კლუბთან 2019 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ბრანდტის ანგარიშზე, ჩატარებული 38 შეხვედრის მონაცემების მიხედვით, 4 გატანილი გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა აღნიშნული. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება, transfermarkt-ის ინფორმაციით 17 მილიონ ევროს შეადგენს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..