» » FCB: ინტერვიუ რობერტ ლევანდოვსკისთან

FCB: ინტერვიუ რობერტ ლევანდოვსკისთან

6-მაი-2017, 13:55
0389
ბოლო პერიოდში მიუნხენული კლუბის ბანაკიდან სასიამოვნო სიახლეები ვრცელდება, 3 მაისს ბავარიელთა ცენტრალურ ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მამა გახდა, მეორე დღეს კი ანუ 4 მაისს შვილი გუნდის პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისაც შეეძინა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ლევანგოლსკის ინტერვიუ ჩამოართვა რომელიც ერთ-ერთი ვარჯიშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაიწერა.

FCB: ლევი, გილოცავთ! თქვენ მამა გახდით, თუ შეიძლება გვითხარით რას გრძნობდით უკანაკნელ დღეებში ამასთან დაკავშირებით? ეს აუცილებლად იქნებოდა დაუჯერებელი გრძნობა...

რობერტი:
რათქმაუნდა ეს იყო განსაკუთრებული, რაღაც ახალი თუმცა ნამდვილად დიდებული შეგრძნება. მე და ჩემი მეუღლე თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობთ და გვინდა ყველას მადლობა გადავუხადოთ იმ სასიამოვნო შეტყობინებებისათვის რომლებიც ჩვენ ბოლო დღეებში მივიღეთ.

მართალია ყველაფერი განსხვავებული იქნებოდა სახლში რომ ვყოფილიყავით თუმცა მაინც ძალიან ბედნიერები ვართ.

FCB: ცოტათი აღელვებული ხომ არ ხართ?

რობერტი: რათქმაუნდა! მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია ყველა მშობლისათვის, ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ რადგან განვიცადე რაღაც ახალი და ეს განსაკუთრებული მომენტი იყო.

FCB: გოლის გატანის შემთხვევაში უნდა ველოდოთ თუ არა განსხვავებულ აღნიშვნას?

რობერტი: დაველოდოთ და ვნახავთ. გარკვეული გეგმები ამასთან დაკავშირებით მაქვს თუმცა რასაკვირველია უპირველეს მიზანს კარგი თამაში და გამარჯვების მოპოვება წარმოედგენს.

FCB: და ერთი კითხვა თამაშთან დაკავშირებით. რას მოელით მომავალი დაპირისპირებიდან?

რობერტი: ახლა დარმშდადტი საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაშია და ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლისათვის თუმცა ჩვენ ვთამაშობთ სახლში სადაც თითოეულ თამაშზე მხოლოდ მოგების გამო გავდივართ. ბუნდესლიგაში ჩემპიონობის მოპოვება ბაიერნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და ისღა დაგვღჩენია რომ მიმდინარე სეზონში ჩვენს ფანებს თავი კარგი თამაშით დავამახსოვროთ.

წინ კიდევ 3 თამაშია და მაქსიმალურად ეცდებით რომ ყველაფერი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდეს.

FCB: გმადლობთ ლევი, კიდევ ერთხელ გილოცავთ!

უნდა ვთქვათ ისიც რომ ზაბენერ შტრასეზე „ბერნიმ“ ტიაგოს ალკანტარას და რობერტ ლევანდოვსკის სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..