» » მიუნხენის "ბაიერნმა" "დარმშტადტი" დაამარცხა

მიუნხენის "ბაიერნმა" "დარმშტადტი" დაამარცხა

7-05-2017, 11:50 -ss- სიახლეები 0

მიუნხენის
შაბათს 6 მაისს, გერმანიის ჩემპიონატის 32-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე საფეხბურთო კლუბ "დარმშტადტს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1-0 შეძლო მეტოქე გუნდის დამარცხება. მიღებული მარცხის შედეგათ, სტუმარმა გუნდმა, ბუნდესლიგაში დარჩენის თეორიული შანსიც დაკარგა და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე დამკვიდრდა.

კარლო ანჩელოტი : "დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მივეცი ფეხბურთელებს, რომლებიც სეზონის განმავლობაში, ხშირად ვერ ხვდებოდნენ ძირითად თერთმეტეულში. მატჩის პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორე ტაიმში კი სიტუაცია გართულდა. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ თამაშზე კონტროლი არ დაგვეკარგა. ჩვენ წინ კიდევ ორი მატჩი გველის, იმედს ვიტოვებ აღნიშნულ შეხვედრებში უკეთესად ვითამაშებთ"

ტორსტენ ფრინგსი ( "დარმშტადტის" მთავარი მწვრთნელი ) : "ჩვენ ვიცოდით, რომ ბუნდესლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე ვიყავით და ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენს მიზანს, თითოეულ შეხვედრაში მაქსიმუმის მოპოვება წარმოადგენდა. დღესაც სწორედ ამგვარი განწყობით გავედით მოედანზე. ფეხბურთელების წინაშე ქედს ვიხრი, ვიცოდი, რომ თუ საკმარისად გაბედულად ვიმოქმედებდით, საგოლე მომენტებსაც შევქმნიდით. შეხვედრის მიწურულს, ქულის მოპოვების შანსი გაგვიჩნდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დღეს ტომ შტარკეს დღე იყო"

გერმანიის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, შემდეგ მატჩს "რეკორდმაისტერი" 13 მაისს, სტუმრად საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.