» » The Telegraph: "ბაიერნი" მზად არის 65 მილიონი ევრო გაიღოს

The Telegraph: "ბაიერნი" მზად არის 65 მილიონი ევრო გაიღოს

7-მაი-2017, 15:03
0433
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა მზად არის, ლონდონის "არსენალის" ჩილელი შემტევის, ალექსის სანჩესის ტრანსფერის განსახორციელებლად 65 მილიონი ევრო გადაიხადოს, ამის შესახებ იტყობინება ცნობილი საინფორმაციო გამოცემა The Telegraph-ი. შეგახსენებთ 28 წლის ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებათ, იბრძვიან ისეთი კლუბები, როგორებიცაა: მანჩესტერ "სიტი", ლონდონის "ჩელსი" ტურინის "იუვენტუსი" და "პარი სენ-ჟერმენი".

გერმანულ პრესაში, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი კონტაქტი მიუნხენურ კლუბსა და ზემოაღნიშულ ფეხბურთელის აგენტს შორის უკვე შედგა. საუბრის თემას კი ფინანსური საკითხების განხილვა წარმოადგენდა, თუმცა დეტალური ინფორმაცია ამ დრომდე არ საჯაროვდება.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში, ალექსის სანჩესი ჩვეული შედეგიანობით გამოირჩეოდა, ამ ფაქტს ფეხბურთელის სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. "მეთოფეების" მაისურით ჩატარებული 45 შეხვედრიდან, ფეხბურთელმა 24 გოლის გატანა და 18 შედეგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა.

ლონდონის "არსენალსა" და ზემოაღნიშნულ ფეხბურთელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა, 2018 წლის 30 ივნისს ეწურება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..