» » TZ: მიულერი გულშემატკივართა შესახებ საუბრობს

TZ: მიულერი გულშემატკივართა შესახებ საუბრობს

8-მაი-2017, 12:44
0393
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი ტომას მიულერი, ბავარიულ ინტერნეტ-გამოცემა TZ-სთან მიცემულ ინტერვიუში, გერმანული გრანდის გულშემატკივართა დომოკიდებულებაზე საუბრობს. 27 წლის შემტევის განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონატის ზედიზედ მეხუთედ გამარჯვება მოიპოვა და კლუბმა საკუთარი გულშემატკივრების იმედები არ გააწბილა.

"რა თქმა უნდა, სასიხარულო ფაქტია, რომ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, არ ვკარგავთ საკუთარ ბავარიულ სახეს. საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, თუ რა ხდება საფეხბურთო მოედანზე. როდესაც გუნდი წარმატებით ასპარეზობს, მაშინ დებატებს ადგილი არ აქვს, ხოლო როდესაც არ გვიმართლებს, ამ შემთხვევაში ყოველთვის მიზეზების ძებნას იწყებენ"-ციტირებს "რეკორდმაისტერის" შემტევის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა TZ.

შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტის შეგირდებმა, გერმანიის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, საჩემპიონო ტიტული გაინაღდეს, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასისათვის ბრძოლა არც თუ ისე წარმატებული გამოდგა და მიუნხენური კლუბი ნაადრევად გამოეთიშა ზემოაღნიშნულ ტურნირებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..