» » ნოიერი : ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

ნოიერი : ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

8-05-2017, 13:16
094
მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი, მანუელ ნოიერი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს. ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, გერმანელმა კიპერმა აღნიშნა, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და 31 წლის ფეხბურთელის თქმით, იგი მოედანზე დაბრუნებას, წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში შეძლებს.

"ვფიქრობ, რომ წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის დადგომის დროს, მოედანზე დაბრუნებას მოვახერხებ. მოცემულ მომენტში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. თუ ამ ხსენებულ ტრავმას, მომავალი წლის ანალოგიურ პერიოდში მივიღებდი, ეს ჩემთვის გაცილებით უარესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება."-აღნიშნა მანუელ ნოიერმა, ჟურნალისტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნის" მეკარემ, ზემოაღნიშნული ტრავმა, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ, მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მიიღო. უმძიმესი ტკივილის მიუხედავათ, ფეხბურთელმა მოედნის დატოვებაზე უარი თქვა და თამაში, შეხვედრის ბოლო წამამდე განაგრძო.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..