» » Goal: შვაინშტაიგერის საფეხბურთო პროგნოზი

Goal: შვაინშტაიგერის საფეხბურთო პროგნოზი

8-მაი-2017, 14:53
0519
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო კლუბ ჩიკაგო "ფაირის" ღირსებას იცავს, სპორტულ გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, აღნიშნავს, რომ მიუნხენურ კლუბს აქვს, ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ მომავალი 2-3 წლის განმავლობაში კვლავ გახდეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

"პირადად ჩემთვის, მოცემულ მომენტში, მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიოს სამ ყველაზე ძლიერ კლუბთა ჩამონათვალში შედის. რა თქმა უნდა, დამწუხრებული ვიყავი, როდესაც ისინი მადრიდის "რეალთან" დამარცხდნენ, ისევე როგორც დორტმუნდის "ბორუსიასთან". მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, "ბაიერნი" კვლავ დაეუფლება უეფას ჩემპიონთა ლიგის თასს."-აღნიშნა 32 წლის ფეხბურთელმა ხსენებულ ინტერვიუში.

ბასტიან შვაინშტაიგერი, მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად 2012-2013 წლის საფეხბურთო სეზონში, უეფას ჩემპიონთა ლიგის გმარჯვებული გახდა. რასაც 2014 წელს, ბუნდესნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის მოპოვება მოჰყვა. ამჟამად ფეხბურთელი, ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში ასპარეზობს. ჩიკაგო "ფაირის" მაისურით, ბასტიანმა 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გატანილი გოლის ავტორიც გახდა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..