» » როგორი იქნება ბაიერნის სათამაშო ფორმა მომავალ სეზონში?

როგორი იქნება ბაიერნის სათამაშო ფორმა მომავალ სეზონში?

8-05-2017, 17:18 LEV4NI სიახლეები / მთავარი ამბები 0

როგორი იქნება ბაიერნის სათამაშო ფორმა მომავალ სეზონში?
უკვე რამდენიმე დღეა რაც სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს იმ ფორმების გასაჯაროება რომლითაც გუნდები 2017-18 წლების სეზონში ითამაშებენ, რათქმაუნდა ბევრი ვერსია იყო მიუნხენის ბაიერნის ფორმის შესახებაც თუმცა საინტერესოა რომ რამდენიმე სპორტულმა გამოცემამ რეკორდმაისტერის მომავალ საშინაო უნიფორმასთან დაკავშირებით იდენტური ვერსია გაავრცელა.

წითელი მაისური თეთრი ზოლებით, როგორც ჩანს ბავარიელები რადიკალურად განსხავებულ ფორმას არც წელს შემოგვთავაზებენ თუმცა რასაკვირველია რამდენიმე საკითხი ნამდვილად წარმოედგენს ინტერესის ობიექტს.

რეტრო სტილში გაწყობილი უნიფორმა რომელსაც დიდი ალბათობით მიუნხენური კლუბი მომავალი სეზონიდან გამოიყენებს ძალიან გავს 1973/74 წლებში გამოყენებული მაისურის დიზაინს.

დიახ, ბავარიამ გადაწყვიტა რომ 2017/18 წლების სეზონში მორიგი ტიტულების მოგება იმ ფორმით სცადოს რომელიც რეკორდმაისტერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდთან ასოცირდება.

შეგახსენებთ რომ 1974 წელს ბაიერნის მთავარი მწვრთნელი უდო ლატეკი იყო, სწორედ მისი თაოსნობით მოახერხა გერმანულმა გრანდმა ისტორიაში პირველი ევროპული თასის აღმართვა. საკმაოდ საინტერესო და დრამატულ ფინალში ლატეკის ბიჭებმა მადრიდის ატლეტიკოს მოუგეს, მართალია პირველი შეხვედრა ბაიერნმა ბოლო წუთებზე გადაარჩინა თუმცა გადამწყვეტ თამაშში რეკორდმაისტერმა ესპანურ კლუბს ძალიან შემტევი ფეხბურთი შესთავაზა რის შედეგადაც ბაიერნმა ბრიუსელში ჩემპიონთა თასი პირველად მოიგო.

აღსანიშნავია რომ გუნდმა წარმატებას მიაღწია ეროვნულ ჩემპიონატშიც, მიუხედავად იმისა რომ იმ პერიოდში ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა მენხენგლადბახის ბორუსია (რომლის ლიდერიც სხვათაშორის იუპ ჰაინკესი გახლდათ) ბაიერნმა მოახერხა და სეზონის ბოლოს მათ ერთი ქულით აჯობა, ეს კი სრულიად საკმარისი იყო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის.

შესაბამისად ბაიერნს იმ ფორმასთან რომლითაც გუნდი დიდი ალბათობით მომავალ სეზონში ითამაშებს ძალიან კარგი მოგონებები აქვს, ჩვენც დავიტოვოთ იმის იმედი რომ მომავალი სეზონი ბავარიული კლუბისთვის არანაკლებ ტიტულოვანი იქნება ვიდრე ეს 1973/74 წლებში იყო.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.