» » სანჩესი : მსურს კლუბისათვის საჭირო ფეხბურთელი გავხდე

სანჩესი : მსურს კლუბისათვის საჭირო ფეხბურთელი გავხდე

8-მაი-2017, 20:34
0387
მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატუ სანჩესი, ბავარიულ ინტერნეტ-გამოცემა TZ-სთან მიცემულ ინტერვიუში, განვლილი სეზონის შესახებ საუბრობს. 19 წლის ფეხბურთელის განცხადებით, 2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონი მისთვის იდეალური არ ყოფილა, თუმცა აქვე დასძენს, რომ მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და მის მიზანს კლუბისათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელის სტატუსის მოპოვება წარმოადგენს.

"საბოლოო ჯამში, ეს წელი არც თუ ისე კარგი გამოვიდა, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი სეზონი უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, მეტს ველოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნება. მიუნხენის "ბაიერნში" თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა და "ბავარიისათვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე"-ციტირებს პორტუგალიელი ლეგიონერის სიტყვებს გამოცემა TZ.

შეგახსენებთ, 19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი, მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში, 2016 წლის 1 ივლისს ჩაირიცხა. სანჩესმა მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ყველა ტურნირზე 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ძირითად თერთმეტეულში ნაკლებად იყო წარმოდგენილი. ამ დრომდე მის ანგარიშზე, არც გატანილი გოლი და არც შედეგიანი გადაცემა, აღნიშნული არ არის. კლუბთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა, 2021 წლის 30 ივნისს ეწურება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..