» » სანიოლი : "ბაიერნს" სტაბილურობა აკლია

სანიოლი : "ბაიერნს" სტაბილურობა აკლია

9-მაი-2017, 12:26
0410
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი უკანახაზელი ვილი სანიოლი, ცნობილ ინტერნეტ-გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის წინაშე მდგარ პრომლემატურ საკითხებზე საუბრობს. ექს-ბავარიელის განცხადებით, მიუნხენურ კლუბში ასაკოვანი ფეხბურთელების პრობლემა დგას, რომლის გამოც "ბაიერნს" სწრაფი თამაშის დემონსტრირება აღარ შეუძლია და სწორედ ამიტომ საერთაშორისო დონეზე, გერმანული გრანდის წარმატებული ასპარეზობის არ სჯერა.

"ამჟამინდელ "ბაიერნში" მე ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავ. პეპ გუარდიოლა სამი წლის განმავლობაში, აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებდა, ხოლო კარლო ანჩელოტის შემთხვევაში ყველაფერი საპირისპიროდ არის. იტალიელი სპეციალისტი უფრო გამოცდილ ფეხბურთელებს ენდობა. კლუბს სტაბილურობა აკლია"

"ზემოაღნიშნულის უმთავრესი მიზეზი კი ისაა, რომ ბუნდესლიგა საერთაშორისო დონეზე, მნიშვნელოვანი როლის მატარებელი აღარ არის. ვერ ვიტყვი, რომ "ბავარიელი" ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან. თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ინტენსიურობა, რომელიც ძლიან ბევრ სირბილს მოითხოვს, ხოლო დღევანდელ "ბაიერნს" უკვე აღარ შეუძლია, ხსენებულ ტემპს აჰყვეს. შენ ვერ მოიგებ უეფას ჩემპიონთა ლიგას, როდესაც კლუბში 33 წლის ოთხი ფეხბურთელი გყავს."-ციტირებს ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელის სიტყვებს გამოცემა Kicker-ი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..