» » Calciomervato : ვერატის აგენტმა "ბაიერნი" არ გამორიცხა

Calciomervato : ვერატის აგენტმა "ბაიერნი" არ გამორიცხა

10-მაი-2017, 11:11
0439
მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესის სფეროში, შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი ლეგიონერი მარკო ვერატი მოექცეს, ამის შესახებ 24 წლის ფეხბურთელის აგენტი საუბრობს. ინტერნეტ-გამოცემა Calciomervato-სთან მიცემულ ინტერვიუში, მარკო დი კამპლი აღნიშნავს, რომ მიუნხენური კლუბის დაინტერესების შემთხვევაში, გერმანელებს აქვთ შესაძლებლობა კლუბს კონკრეტული წინადადებით მიმართონ.

"დიახ, მიუნხენის "ბაიერნს" შეუძლია მარკოსთან დაკავშირებით კონკრეტული შეთავაზება განახორციელოს. მათ, ვინც ხსენებული ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელებით არიან დაინტერესებულნი, მოლაპარაკება კლუბთან უნდა გამართონ და არა ჩემთან. რაც შეეხება, თქვენს შეკითხვას, ვერატის იტალიის ჩემპიონატში დაბრუნების შესახებ, მოვლენების მსგავს განვითარებას გამოვრიცხავ."-ციტირებს მარკო დი კამპლის სიტყვებს გამოცემა Calciomervato.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარკო ვერატის გადაბირებით კატალონიის "ბარსელონა" იყო დაინტერესებული, თუმცა ხსენებული ინფორმაცია თავად ფეხბურთელის აგენტმა უარყო.

24 წლის იტალიელი ნახევარმცველი "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში 2012 წლის 18 ივლისს ჩაირიცხა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ყველა ტურნირზე გამართული 41 შეხვედრის მონაცემების მიხედვით, ვერატის ანგარიშზე 3 გატანილი გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა აღნიშნული.

transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..