» » კანი : დორტმუნდელების პრობლემა სწორედ ეს არის

კანი : დორტმუნდელების პრობლემა სწორედ ეს არის

10-05-2017, 14:25 -ss- სიახლეები 0

კანი : დორტმუნდელების პრობლემა სწორედ ეს არის
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული კარის დარაჯი ოლივერ კანი, დორტმუნდის "ბორუსიას" წინაშე მდგარ მნიშვნელოვან პრობლემაზე საუბრობს. გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში "ტიტანი" ამბობს, რომ "შავ-ყვითელთა" მთავარ გამოწვევას, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების შენარჩუნება წარმოადგენს, რის გამოც "ბორუსიელები" მიუნხენურ კლუბს ბუნდესლიგაში, სათანადო კონკურენციას უბრალოდ ვერ უწევენ.

"დორტმუნდის "ბორუსია" აქცენტს ყოველთვის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს, ისინი ცდილობენ მათგან ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბონ, თუმცა ეს ყველაფერი დიდ პრობლემასთან არის დაკავშირებული. მთავარ გამოწვევას, ზემოხსენებული ფეხბურთელების ხანგრძლივი დროით შენარჩუნება წარმოადგენს, ან სულაც ახალი ვარსკვლავების მოყვანა, რომელიც ასევე პრობლემაა გუნდისათვის. სწორედ აღნიშნული ფაქტის გამო, დორტმუნდელები სათანადო კონკურენციას "ბაიერნს" ვერ გაუწევენ"-ციტირებს ექს-ბავარიელის სიტყვებს გამოცემა Sport1.

გერმანიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მონაცემების მიხედვით, დორტმუნდის "ბორუსია" სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციას იკავებს და თავის უშუალო კონკურენტ მეორეადგილოსან "ლაიპციგს", ექვსქულიანი სხვაობით ჩამორჩება.

ბუნდესლიგის ეგიდით, შემდეგ შეხვედრას "ბორუსია" სტუმრად საფეხბურთო კლუბ "აუგსბურგის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.