» » Sport Bild : მათეუსი "ბაიერნს" რაბიოს შეძენას ურჩევს

Sport Bild : მათეუსი "ბაიერნს" რაბიოს შეძენას ურჩევს

10-მაი-2017, 15:04
0413
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ლოთარ მათეუსი გერმანულ გრანდს, მორიგ რჩევას აძლევს. ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-თან საუბრისას, 56 წლის ვეტერანი გერმანელი აღნიშნავს, რომ "ბავარიისათვის" ადრიენ რაბიოს ტრანსფერის განხორციელება, იდეალური ვარიანტი იქნებოდა.

"ადრიენ რაბიო, სწორედ ის ექვსი ნომერია, რომელსაც მოცემულ მომენტში "ბაიერნი" ეძებს. ეს ფეხბურთელი გამოირჩევა არამხოლოდ იმით, რომ იგი შესანიშნავი ჩამშლელია, არამედ იმითაც, რომ მას შეტევების წამოწყებაც ძალუძს"-ციტირებს მათეუსის სიტყვებს Sport Bild-ი.

ფრანგულ საფეხბურთო კლუბ "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში, 22 წლის ფეხბურთელი 2012 წლის პირველი ივლისიდან ასპარეზობს. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ადრიენ რაბიომ პარიზული კლუბის მაისურით, 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 18 მატჩში ძირითად თერთმეტეულში იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდა ფეხბურთელსა და ფრანგულ გრანდს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა, 2019 წლის 30 ივნისამდე აქვს.

transfermarkt-ის ინფორმაციით, ფრანგი ჩამშლელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება, 12 მილიონ ევროს შეადგენს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..