» » ჰიონესი: „ბაიერნი“ არც ისე ასაკოვანი გუნდია

ჰიონესი: „ბაიერნი“ არც ისე ასაკოვანი გუნდია

10-მაი-2017, 20:46
0377
ლიხშტენტეინში „ბავარიის“ პრეზიდენტთან ული ჰიონესთან შეხვედრა მოეწყო სადაც 65 წლის ფუნქციონერმა საღამოს ვახშამზე, პრესაში დომინირებულ თემებზე ისაუბრა. მათ შორის ყველაზე გავრცელებულ კრიტიკაზეც, რომ „ბავარია“ მეტად ასაკოვანი გუნდია, იმისათვის რომ ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენცია გაუწიოს სხვა ევროპულ კლუბებს.

„პრესა აჭრელებულია იმ მოსაზრებით, რომ თითქოს ჩვენ მიუნხენში მოხუცთა თავშესაფარი გვქონდეს. თითოეულ ჯერზე რიბერი 70 წუთიანი თამაშის შემდეგ იმავე საღამოს მირეკავს და მეუბნება, რომ ეს საბოლოოა და რომ მან დაამთავრა. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია წლიდან წლამდე ძლიერდება. მაგრამ ჩემთვის არ არსებობს ახალგაზრდა ან ასაკოვანი, არის მხოლოდ კარგი და ცუდი გუნდები. შეხედეთ იუვენტუსის დაცვას - ყველანი 33-ს არიან მიღწეულნი. და რამდენადაც მე შემიძლია განვსაჯო, დიდი ალბათობით ისინი გახდებიან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულნი და რომლებიც მადრიდის „რეალს“ დაამარცხებს და არავინ არ კითხულობს მეტად ასაკოვანნი არიან ისინი თუ არა. თუ ფრანკ რიბერი და არიენ რობენი ისე ითამაშებენ, როგორც ამ სეზონის დიდ ნაწილში თამაშობდნენ, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი ასაკი“ - იძახის ჰიონესი.

ის ფაქტი, რომ რობენი და რიბერის ფორმა პრობლემას წარმოადგენენ ახალგაზრდების განვითარებისათვის ბავარიაში, ამაზეც არ დაიბნა ჰიონესი და გულწრფელად უპასუხა:

"ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არ იღებენ შანსს ამ მომენტისათვის. ჩვენ ახლა უნდა ვიპოვოთ გზა, რომ ახალგაზრდები ამ ფეხბურთელების ჩრდილიდან გამოვიდნენ და განვითარდნენ და საჭირო დროს თავისი შანსი გამოიყენონ, აქ იყვნენ იმ დღეს როდესაც სხვები გუნდს დატოვებენ“.

„ბავარიის“ პრეზიდენტი ასევე ჩინეთის თემასაც შეეხო და ახსნა თუ რისთვისაა საჭირო, რომ გერმანულ გრანდს ჩინეთში წარმომადგენლობები გააჩნდეს:

"ჩინელები - ფეხბურთის ბაზარზე ახალბედები არიან, მათმა პრეზიდენტმა ხომ სულ ახლახანს გადაწყვიტა, რომ ფეხბურთი მათ ქვეყანაში #1 სპორტი უნდა გახდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლებშიც დიდ ყურადღებას დაუთმობენ ფეხბურთს. ჩვენ ჩინეთში 4 საფეხბურთი აკადემია გავხსენით და მე მჯერა, რომ ერთხელაც „ბავარიაში“ ჩინელი ფეხბურთელი ითამაშებს და ჩვენს მიმართ დიდ ინტერესს გამოავლენენ. თუ ჩვენ ჩვენს მატჩებს შაბათს 2 საათისთვის ჩავატარებთ, მაშინ შანხაიში ან პეკინში ეს ყველაზე ცხელი დროის მონაკვეთია და 300 მილიონი ჩინელი ჩვენს თამაშს თავის ტელეფონებში მიადევნებენ თვალს, თითოეული კი ამისთვის 1 ევროს გაიღებს“.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..