» » AZ: ჰამანი "ბაიერნის" შესახებ საუბრობს

AZ: ჰამანი "ბაიერნის" შესახებ საუბრობს

10-მაი-2017, 22:32
0359
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი დიტმარ ჰამანი, გერმანული გრანდის შემტევი პოტენციალის შესახებ საუბრობს. ინტერნეტ-გამოცემა AZ-სთან მიცემულ ინტერვიუში, ექს-ბავარიელი აცხადებს, რომ "რეკორდმაისტერს" რიბერისა და რობენის ღირსეული შემცვლელი ესაჭიროება და კლუბმა ეს ამოცანა შესაძლოა წარმატებით გადაჭრას თუ ლონდონის "არსენალის" ჩილელი შემტევის, ალექსის სანჩესის გადმობირებას მოახერხებს.

"პირველ რიგში, მიუნხენის "ბაიერნს" ფლანგების გაძლიერება ესაჭიროება. არიენ რობენი და ფრანკ რიბერი კვლავაც მსოფლიო კლასის ფეხბურთელებად რჩებიან, თუმცა ასაკში მატება მათ უკვე ეტყობათ. სწორედ ამიტომ "ბავარიას" ალტერნატიული ვარიანტი სჭირდება. საჭიროა ისეთი ფეხბურთელის მოყვანა, რომლისთვისაც ერთი-ერთზე თამაში პრობლემა არ იქნება. ეს კი თავისმხრივ დამატებითი სივრცეების გაჩენის საშუალებას იძლევა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ "ბაიერნმა" წარმატებას სწორედ მაშინ მიაღწია, როდესაც რიბერიც და რობენიც საკუთარი შესაძლებლობების პიკზე იყვნენ"

"რა თქმა უნდა, მესმის რომ მსოფლიოში, არც თუ ისე ბევრი ფეხბურთელია, რომელიც კლუბისათვის მსგავსი შედეგიანი რეზულტატის მომტანი იქნება. თუმცა ალექსის სანჩესი ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად არის. რაც შეეხება დუგლას კოშტას, ის მართლაც შესანიშნავი იყო როდესაც თავის პირველ თამაშებს ატარებდა მიუნხენურ კლუბში, თუმცა შემდგომ ეს ფეხბურთელი ნელ-ნელა ჩაქრა. ვფიქრობ რომ ბრაზილიელი კლუბს დატოვებს"-ციტირებს დიტმარ ჰამანის სიტყვებს გამოცემა AZ-ი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..