» » Sport Bild: გორეცკა ანჩელოტის რადარზე

Sport Bild: გორეცკა ანჩელოტის რადარზე

11-მაი-2017, 12:16
0386
"ბავარიელთა" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, დაინტერესებულია გელზენკირხენის "შალკე 04"-ის ნახევარმცველის, ლეონ გორეცკას ტრანსფერის განხორციელებით. ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, იტალიელ სპეციალისტს, სწორედ ხსენებული ფეხბურთელის ხილვა სურს, ჩაბი ალონსოს ღირსეულ შემცვლელად.

როგორც ცნობილია, 2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერი, ჩაბი ალონსო მიუნხენურ კლუბს დაემშვიდობება. შესაბამისად "ბავარიელთა" დღის წესრიგში, ცენტრალური ზონის გაძლიერება დგას და საფეხბურთო ექსპერტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ, ლეონ გორეცკასა და "რეკორდმაისტერს" შორის, შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. მაგრამ აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ "შალკე 04"-ის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ხსენებული ფეხბურთელის შენარჩუნებით და მას ახალ კონტრაქტს, გაუმჯობესებული ფინანსური პირობებით ჰპირდება.

transfermarkt-ის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში, გორეცკას მიერ ჩატარებული 39 შეხვედრის მონაცემების მიხედვით, გერმანელი ნახევარმცველის ანგარიშზე 8 გატანილი გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა აღნიშნული. გელზენკირხენულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა, 2018 წლის 30 ივნისს ეწურება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..