Sport1: კანი შვაინშტაიგერის შესახებ საუბრობს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » Sport1: კანი შვაინშტაიგერის შესახებ საუბრობს

Sport1: კანი შვაინშტაიგერის შესახებ საუბრობს

11-05-2017, 12:44 -ss- სიახლეები 0

Sport1: კანი შვაინშტაიგერის შესახებ საუბრობს
საფეხბურთო სამყაროს ცოცხალმა ლეგენდამ, ოლივერ კანმა გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველის, ბასტიან შვაინშტაიგერის მისამართით კომენტარი გააკეთა. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Sport1 იტყობინება, ოლივერ კანი ბასტიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საკუთარი საფეხბურთო კარიერის ჩიკაგო "ფაირში" გაგრძელების შესახებ, წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით არასაინტერესოს უწოდებს.

"თუკი ბასტიანი ამ გადაწყვეტილებით გეგმავდა, კარიერის დაწყებას საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მაშინ მისი გადაწყვეტილება მართებულია. მას აქვს შესაძლებლობა დახვეწოს საკუთარი ინგლისური ენა, ეზიაროს მარკეტინგისა და საფეხბურთო ბაზრის სპეციფიურ მხარეს, თუმცა თუ ვისაუბრებთ წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, მაშინ რა თქმა უნდა, მისთვის ჩიკაგო "ფაირის" შემადგენლობაში გადასვლა არასაინტერესო უნდა იყოს" - აღნიშნა ოლივერ კანმა ჟურნალისტთან მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ბასტიან შვაინშტაიგერი საფეხბურთი კლუბ ჩიკაგო "ფაირის" შემადგენლობაში 2017 წლის 21 მარტს ჩაირიცხა. მანამდე ფეხბურთელი მანჩესტერ "იუნაიტედის" ღირსებას იცავდა. ამერიკულ საფეხბურთო გუნდში, ფეხბურთელის ანგარიშზე, ჩატარებული ექვსი შეხვედრის მონაცემების მიხედვით, ორი გატანილი გოლია აღნიშნული. გერმანელი საყრდენის მიერ, ახალ გუნდთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა, 2017 წლის 31 დეკემბერს გასდის.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.