» » ჰიონესი : "ლაიპციგმა" სატრანსფერო პოლიტიკა უნდა შეცვალოს

ჰიონესი : "ლაიპციგმა" სატრანსფერო პოლიტიკა უნდა შეცვალოს

11-05-2017, 13:41 -ss- სიახლეები 0

ჰიონესი :
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ბავარიულ ინტერნეტ-გამოცემა TZ-სთან მიცემულ ინტერვიუში, საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" შესახებ საუბრობს. გერმანული გრანდის ხელმძღვანელის განცხადებით, თუკი "ლაიპციგს" წარმატების მიღწევა სურს, მან ამისათვის საკუთარი სატრანსფერო პოლიტიკა, კარდინალურად უნდა შეცვალოს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ "ლაიპციგი" საკუთარ სატრანსფერო პოლიტიკაზე უარს იტყვის. მათ ხომ წინ უეფას ჩემპიონთა ლიგა ელით. ამის შესახებ მე, სულ რამდენიმე ხნის წინ, მათ წარმომადგენელთანაც ვისაუბრე. "ლაიპციგმა" უნდა თქვას უარი კონცეფციაზე, რომლის დასახელებაცაა "მოთამაშე არაუმეტეს 23 წლისა". შემიძლია წარმოვიდგინო ხსენებული კლუბი, შეცვლილი სატრანსფერო პოლიტიკით, შემდეგ საფეხბურთო სეზონში."-ციტირებს ული ჰიონესისი სიტყვებს გამოცემა TZ.

შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მონაცემების მიხედვით, საფეხბურთო კლუბი "ლაიპციგი" მოპოვებული 66 ქულით, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს და მესამეადგილოსან დორტმუნდის "ბორუსიას" ექვს ქულიანი სხვაობით უსწრებს. ამ შედეგით, "ლაიპციგმა" მოიპოვა უფლება, მომავალ საფეხბურთო სეზონში, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.