» » ჰიონესი ახალი სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგია

ჰიონესი ახალი სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგია

12-მაი-2017, 14:47
0374
მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ახალი გაერთიანებული ევროპული ლიგა შეიქმნება გერმანული ბუნდესლიგა სერიოზულად დაშავდება თავისი საუკეთესო კლუბების „ბავარიისა“ და დორტმუნდის „ბორუსიის“ დაკარგვით.

ამიტომ მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა წინააღმდეგი იქნება მსგავსი საერთო ეროპული ტურნირის შექმნის.
„ბუნდესლიგა მეორე ხარისხოვანი პროდუქტი გახდება „ბავარიისა“ და დორტმუნდის „ბორუსიის“ გარეშე, ამიტომ ჩვენ შორს ვართ იმ იდეისაგან, რომ ევროპული ლიგა შეიქმნას. ამ ტურნირის შექმნის სურვილი რამოდენიმე კლუბს ესპანეთიდან და ინგლისიდან სურთ. „ბავარიას“ ეს არ ჭირდება. არ ვიცი, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პოზიცია - 20 წელი თუ 30 წელი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენ ხმის უფლება გვაქვს და ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით“, - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს ESPN FC.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი ტურნირის სუპერლიგის შექმნას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია (UEFA)-ც ეწინააღმდეგება, რადგან წამყვან კლუბებს ჩემპიონთა ლიგის დატოვება მოუწევთ. UEFA -ში აცხადებენ, რომ მზად არიან ამჟამად არსებულ ევროტურნირებში კონკრეტული ცვლილებების შეტანის წინადადებები განიხილონ, თუმცა ახალი ლიგის შექმნას არ დაუშვებენ.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..