» » ჰერცოგის რჩევა ბაიერნს

ჰერცოგის რჩევა ბაიერნს

12-05-2017, 15:13 dachi8 სიახლეები 0

ჰერცოგის რჩევა ბაიერნს
“ვერდერისა“ და „ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველი ანდრეას ჰერცოგი თვლის, რომ მიუნხენელებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც სიმტკიცე არ გამოიჩინეს „რენის“ თავდამსხმელის უსმან დემბელეს შეძენის საკითხში, რის შედეგადაც ფეხბურთელმა სეზონის დასაწყისში დორტმუნდის „ბორუსიის“ რიგები შეავსო და თავისი თამაშით ყველა აალაპარაკა.

„ბავარიამ“ ამ ზაფხულს დემბელე უნდა შეიძინოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამის გამო „ბორუსია“ ისევ გაბრაზდება. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელებზე მიდის ლაპარაკი, გერმანიაში სწორი არ ყავს უსმან დემბელეს“.

ანდრეასს გუნდში კიდევ ერთი ფრანგის ხილვა სურს, მაგრამ არაა დარწმუნებული რომ ეს გადასვლა შედგება.

„მბაპე ასევე იდეალურად მოერგებოდა „ბავარიას“, მაგრამ მიუნხენელები არ დახარჯავენ ამაში 130 მილიონ ევროს. ამიტომ მათ ნამდვილად ყველაფერი უნდა იღონონ, რომ ალექსის სანჩესი გადმოიბირონ“- აცხადებს ჰერცოგი.

გერმანიის ჩემპიონატში 32 ტურის მიხედვით 19 წლის დემბელემ 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლის გატანა შეძლო და 12 საგოლე გადაცემის გაკეთება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.