"ბაიერნის" ჩემპიონობის აღნიშვნის პროგრამა
მომავალ შაბათს, 20 მაისს, „ბავარია“ გერმანიის ჩემპიონატში 2016/17 სეზონის გამარჯვებას იზეიმებს ზედიზედ მე-5-ედ. ჩემპიონობის აღნიშვნის პროგრამა „ფრაიბურგთან“ მატჩის წინ დაიწყება, რომელიც თბილისის დროით 17:30 საათზე შედგება და მატჩის შემდგომაც გაგრძელდება.
„ჩვენი გულშემატკივრების თხოვნით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ტრადიციებს და ბოლო მატჩის შემდეგ მარიენპლატცზე ჩემპიონის ტიტულს აღვნიშნავთ“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
აღნიშვნის გეგმა:
- 16:30: - გამარჯვების აღნიშვნის პროგრამის დაწყება, „ბავარიის“ ლეგენდების ფრანც ბეკენბაუერის, ლოთარ მათეუსის, ლუკა ტონისა და მიხაელ ბალაკის მონაწილეობით.
- 17:25: - ფილიპ ლამთან და ხაბი ალონსოსთან გამოშვიდობების ცერემონია
- 17:30: - მატჩის დასაწყისი „ფრაიბურგთან“
- 19:30: - ვერცხლის სინისა და მედალების გადაცემის ცერემონია, საჩემპიონო ფოტო და საპატიო აღნიშვნა.
- 20:00: - აღნიშვნის ცერემონიის დაწყება მარიენპლატცზე
- 22:00: - აღნიშვნის ცერემონია რატუშის აივანზე
მითითებულია თბილისის დრო.