» » Transfermarkt: ლივერპულს დუგლას კოშტა სურს

Transfermarkt: ლივერპულს დუგლას კოშტა სურს

12-მაი-2017, 19:00
0459
ცნობილი საფეხბურთო გამოცემა ავრცელებს საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას რომლის თანახმადაც მიუნხენის ბაიერნის განაპირა ნახევარმცველი მერსისაიდულ კლუბს სურს, საუბარია დუგლას კოშტაზე რომელიც კლუბში მისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა.

ბრაზილიელი მოთამაშე მიუნხენულ კლუბს გასულ წელს შეუერთდა და პეპ გვარდიოლას ხელში რეგულარული სათამაშო დროც ეძლეობა თუმცა კარლო ანჩელოტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

საკმაოდ შედეგიანი პირველი სეზონისგან განსხვავებით ბაიერნის 11-ე ნომერმა თამაშს აშკარად მოუკლო და სათამაშო პრაქტიკაც ვეღარ მიიღო, სწორედ ამიტომ 2016/17 წლების სეზონში კოშტა არცთუ ისე ხშირად ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში.

როგორც ჩანს ამ გარემოებამ ბრაზილიელი ფეხბურთელი გააღიზიანა და უკმაყოფილება ღიად რამდენჯერმე გამოთქვა, ერთ-ერთ ინტერვიუში კი განაცხადა იმის შესახებაც რომ მისთვის ამჟამინდელი კლუბის შეცვლა გამორიცხული სულაც არ არის.

ფეხბურთელის მხრიდან ასეთი განცხადების შემდეგ სპორტულმა გამოცემებმა ბრაზილიელი არაერთ კლუბს დაუკავშირეს, Transfermarkt-ის ვერსიით კი ერთ-ერთი ყველაზე რეალური მსურველი პრემიერ ლიგაში მოასპარეზე იურგენ კლოპის ლივერპულია.

როგორც ჩანს „ენფილდის“ ბინადრები მზად არიან რომ ბაიერნის განაპირა შემტევში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადონ, შეგახსენებთ რომ დუგლას კოშტას სატრანფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 30 მილიონ ევროს შეადგენს.

ლივერპულისთვის ვინგერის თემა მომავალი სეზონიდან შეიძლება მართლაც რომ პრობლემური აღმოჩნდეს რადგან კლუბის უდავო ლიდერი ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ძალიან ბევრი გუნდია დაინტერესებული რომელთა რიგებშიც არაერთი გრანდი შედის.

აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული რომ ლივერპულს გარკვეულ პოზიციაბზე გაძლერება ნამდვილად დასჭირდეს, ჩვენ კი ისრა დაგვრჩენია რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

გეტყვით იმასაც რომ Trasnfermarkt-ი აღნიშნული ტრანსფერის განხორციელების ალბათობას 25%-ით აფასებს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..