» » ტურინის „იუვენტუსმა“ მეჰდი ბენატიას უფლებები გამოისყიდა

ტურინის „იუვენტუსმა“ მეჰდი ბენატიას უფლებები გამოისყიდა

12-მაი-2017, 22:24
0370
ტურინის „იუვენტუსმა“ „ბავარიისაგან“ მეჰდი ბენატიას უფლებები გამოისყიდა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში მაროკოელი ფეხბურთელი (30) გამოსყიდვის უფლებით ტურინში 1 წლიანი არენდის ხელშეკრულებით გადაბარგდა. „იუვენტუსმა“ ეს ოფცია აამოქმედა და მეჰდი ბენატია გამოისყიდული იქნა მიუნხენური კლუბისაგან, რომლის ტრანსფერის საერთო ღირებულებამ მთლიანობაში 20 მილიონი ევრო შეადგინა, ამ თანხაში შედის იჯარის თანხაც - 3 მილიონი ევრო.

„ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე: „მსურს, მადლობა გადავუხადო მეჰდი ბენატიას „ბავარიაში“ 2 წარმატებული სეზონისათვის და წარმატებები ვუსურვო „იუვენტუსში“, განსაკუთრებით მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 3 ივლისს, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ“.

მაროკოელ ცენტრალურ მცველთან „იუვენტუსმა“ ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..