» » რანგნიკი: კიმიხი ოდესმე "ბავარიის" კაპიტანი გახდება

რანგნიკი: კიმიხი ოდესმე "ბავარიის" კაპიტანი გახდება

13-მაი-2017, 17:03
0414
“ლაიფციგის“ სპორტული დირექტორი რალფ რანგნიკი საქებარ სიტყვებს არ იშურებს „ბავარიის“ ნახევარმცველის იოშუა კიმიხის მისამართით და თვლის, რომ დროთა განმავლობაში კიმიხს შეუძლია გერმანული გრანდის კაპიტანიც გახდეს.

„კიმიხი თუ ასე გააგრძელებს პროგრესირებას, მაშინ ოდესმე ის „ბავარიის“ კაპიტანი გახდება. მისი პიროვნება იმ თვისებებს მოიცავს, რომლებიც აუცილებელია ამ პოზიციისთვის. რაც შეეხება მის დაბრუნებას „ლაიფციგში“ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მას კლუბიდან გააძევებენ. მაგრამ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია“, - ციტირებს რანგნიკის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Sport1.

იოშუა კიმიხი მიუნხენურმა გრანდმა 2015 წლის 2 იანვარს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა, ზაფხულიდან კი გერმანელი ნახევარმცველი გუნდს შეუერთდა.

კიმიხი „შტუტგატის“ აღზრდილია სადაც 2007-2013 წლებში ასპარეზობდა. 2013 წლის ივლისიდან კი ნიჭიერი ნახევარმცველი „ლაიფციგმა“ შენიშნა და თავის რიგებში გაიფორმა.

იოშუა კიმიხი მიმდინარე სეზონზე „ბაიერნის“ მაისურით 8 გოლის ავტორი და 2 საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..