» » კომენტარები: ლაიფციგი 4 - 5 ბაიერნი

კომენტარები: ლაიფციგი 4 - 5 ბაიერნი

13-მაი-2017, 22:05
0463
უამრავი შანსი, 9 გოლი. 5:4 „ლაიფციგთან“ აბსოლიტურად ტოპ მატჩი იყო. „ეს გიჟური თამაში იყო“ აღნიშნა კარლო ანჩელოტიმ მატჩის დასრულების შემდგომ.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

კარლო ანჩელოტი: „ეს გიჟური თამაში იყო. როგორც ველოდით გახსნილი თამაში გამოვიდა ორივე გუნდისგან და ორივე გუნდმა მიაღწია თავის მიზანს ბუნდესლიგაში. „ლაიფციგმა“ ძლიერად დაიწყო, ბოლოსკენ კი ჩვენ ვიყავით უკეთესნი. ეს ძალიან აგრესიული ფეხბურთი იყო. ჩვენ დაცვით საკითხში უკეთესად შეგვეძლო გვემოქმედა. „ლაიფციგი“ ამ სეზონში ფანტასტიური მოწინააღმდეგე იყო. ისინი გასაკვირად კარგად თამაშობდნენ. ეს მათთვის მხოლოდ დასაწყისია დიდ ფეხბურთში. მათ ახალგაზრდა ფეხბურთელები ყავთ, რომლებიც ძალიან მოტივირებულნი არიან. მომდევნო სეზონში ისინი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, რომელშიც დიდ გამოცდილებას მიიღებენ“.

ფილიპ ლამი: „მატჩის პირველ ნახევარში მხოლოდ წინ და უკან თამაში იყო. მაყურებლისთვის რა თქმა უნდა ეს მშვენიერია, მაგრამ არა ჩვენთვის. ჩვენ ყოველთვის გვსურს სტრუქტურირებული ფეხბურთი ვითამაშოთ, ბურთს ვფლობდეთ, კომპაქტურად ვითამაშოთ და აგრესიულად დავიცვათ თავი. მაგრამ თქვენ უნდა შეგენიშნათ, რომ ჩვენ მატჩში დაბრუნება გვსურდა. „ლაიფციგი“ სამართლიანად იმყოფება მე-2 ადგილზე“.

რალფ ჰაზენჰიუტლი („ლაიფციგის“ მწვრთნელი): „ბავარიას“ გიჟურ გამარჯვებას ვულოცავ. ყველას ვულოცავ ასევე ვინც კი სტადიონზე იმყოფებოდა ამ წარმოუდგენელი საღამოს გამო. ასეთი მატჩი ჯერ არ გვინახია ამ სტადიონზე და არც მე არასდროს. ის თუ როგორ ვთამაშობდით ჩვენ 75 წუთი, ძალიან შთამბეჭდავი იყო. თუმცა ჩვენ ქულები ვერ მოვიპოვეთ დღეს, მაგრამ სიმპატიები და გული დავიპყარით გულშემატკივრების. გერმანიის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ 75 წუთის განმავლობაში ჩვენ როგორც გამარჯვებულები ისე ვთამაშობდით. თუმცა, მხოლოდ 75 წუთიანი კარგი თამაში არაა საკმარისი. საჭიროა ბოლო გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაც“.

მარსელ ზაბიტცერი („ლაიფციგი“): „ჩვენ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ დაცვაში პასიურად გამოვიყურებოდით. ჩვენ მშვენივრად გვესმოდა თუ რა დონე გააჩნია „ბავარიას“. სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ. ეს ხომ ყველაზე ნათელი მომენტი იქნებოდა სეზონში. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენი თამაშით, მაგრამ ამას ვამჯობინებდით ჯილდო მიგვეღო. როდესაც შენ 3:1 და 4:2 ანგარიში მიგყავს, რა თქმაუნდა გსურს რომ საბოლოოდ 3 ქულა აიღო“.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..