» » ჰაიდელი: გორეცკა "ბაიერნში"? - ეს ნონსენსია

ჰაიდელი: გორეცკა "ბაიერნში"? - ეს ნონსენსია

14-05-2017, 16:46 dachi8 ტრანსფერები 0

ჰაიდელი: გორეცკა
“შალკე 04“-ის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჰაიდელმა პრესაში გავრცელებულ ჭორებს უპასუხა, სადაც აქტიურად იწერება „ხუმარების“ ნახევარმცველის ლეონ გორეცკათი მიუნხენური კლუბის დაინტერესების შესახებ.

„ეს ნონსენსია. „ბავარია“ ჩვენ არ დაგვკონტაქტებია გორეცკას თაობაზე. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ლეონთან, მაგრამ ამ დრომდე მასთან ჩვენ ჯერ არ განგვიხილია შესაძლო წასვლის თაობაზე. ვფიქრობ, ამგვარი ინფორმაცია - არასამართლიანია. ეს მხოლოდ სუფთა წყლის სპეკულაციებია, რისგანაც თავი უნდა შეიკავონ პრესაში“, - ციტირებს ჰეიდელის სიტყვებს Sky Sports.

მას შემდეგ რაც ხაბი ალონსომ განაცხადა, რომ ზაფხულში პროფესიონალურ კარიერას ასრულებს, პრესაში სულ უფრო აქტუალური თემა გახდა „ბავარიის“ ცენტრალური ნახევარმცველებით დაინტერესების შესახებ, სადაც აქტიურად იწერებოდა მიუნხენური კლუბის დაინტერესების თაობაზე ისეთი ფეხბურთელების თაობაზე, როგორებიც არიან: ლეონ გორეცკა, მარკო ვერატი და ადრიენ რაბიო და ლუკა მოდრიჩი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.