» » ვრცელი ინტერვიუ ნიკლას ზიულესთან

ვრცელი ინტერვიუ ნიკლას ზიულესთან

14-მაი-2017, 23:37
0406
“რამოდენიმე დღის უკან „ჰოფენჰაიმმა“ ისტორიაში პირველად ევროთასების ადგილი მოიპოვა, მაგრამ ამ ფაქტის აღნიშვნა ჯერ არ იგრძნობა. ნიკლას ზიულეს ჯერ სურს, რომ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე „ჰიფენჰაიმი“ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს, რადგან თავაწეული გამოემშვიდობოს კლუბს.

ზაფხულში გერმანელი ცენტრალური მცველი „ბაიერნს“ შეუერთდება და ამასთან დაკავშირებით ზიულეს დიდი გეგმები გააჩნია. თუ რატომ აქვს კარლო ანჩელოტის იმედი, სად ეძებს მიუნხენში ბინას და რატომ მოსწონს მაორი-ტატუები, ნიკლასი ამის შესახებ გამოცემა TZ-ს უყვება.

გთავაზობთ ინტერვიუს ნიკლას ზიულესთან.


ბ-ნო ზიულე, „ბავარიაში“ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ხედავთ თუ არა თქვენს თავს ამ გადატრიალებაში?
ზიულე: მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილება უკვე დავაგროვე და ბუნდესლიგაში 100 თამაშზე მეტი მაქვს ჩატარებული. საერთაშორისო დონეზეც ვანახე ჩემი თავი ნაკრებში რიოზე. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ასაკთან შედარებით მოწიფული ფეხბურთელი ვარ.

- კარლო ანჩელოტი განსაკუთრებით არ ენდობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ისეთებს როგორიც მაგალითად იოშუა კიმიხია. ეს თქვენ მოტივაციას გიმაღლებთ?
ზიულე: რა თქმა უნდა, გეგმები მაქვს. მსურს რაც შეიძლება სწრაფად ჩემი გზა ვიპოვო. ყველაზე მთავარი კი ჩემთვის ისაა, რომ პროგრესირებას ვაგრძელებ. მე შემიძლია კარგი თამაში ვაჩვენო „ბავარიაში“. ჩემს თავს ვენდობი ნაბიჯის წინ გადადგმაში და არ გავაკეთებდი ამას დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი. ზუსტად ამიტომ სულმოუთმენლად ველოდები ახალ გამოწვევას.

ანჩელოტი იულიან ნაგელსმანისგან განსხვავებული მწვრთნელია. როგორ.უყურებთ სხვა თაობის მწვრთნელებს?
ზიულე: ამაში მე პოზიტივს ვხედავ. ბუნდესლიგაში თითქმის 4,5 წელია ვთამაშობ და წინა სეზონზე პირველად გამოვცადე მწვრთნელის ცვლილება და ეს ჩემთვის სრულიად ახალ სიტუაციას წარმოადგენდა. საკუთარი თავის განვითარებისათვის ეს დადებითი მომენტი იყო, ამიტომ სულმოუთმენლად ველოდები კარლო ანჩელოტის. ამასთან, მწვრთნელი, რომელსაც 3-ჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ დააზარალებს ჩემს განვითარებას.

- თუ გაქვთ რაიმე გეგმა შემუშავებული კარიერისთვის?
ზიულე: 2 წლის წინ ჯვარედინა მყესების გაწყვეტა დამიდგინდა. იმ დროს ჩემთვის, რომ ეთქვათ მე გერმანიის ნაკრებში ვითამაშებდი და „ბავარიაში“ გადავიდოდი, ამას არ დავიჯერებდი. ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ არანაირი გეგმა არ გამაჩნია.

- ალბათ გეგმა ტატუებშია დაშიფრული?
ზიულე: არა ნამდვილად (იცინის). განსაკუთრებული უცნაურობები არ მახასიათებს ტატუებში. მაგრამ რამოდენიმეს ჩემთვის აზრი გააჩნია. მაგალითად ასოები C და G ჩემი მშობლების ინიციალებია. კისერზე კი ჩემი ძმის დაბადების თარიღი მაქვს ამოსვირინგებული, მას კი - ჩემი. ასევე, სურვილი მაქვს ოდესმე მაორი-ტატუ გავიკეთო, რომელიც ვაჟკაცობასა და საბრძოლო სულისკვეთების მნიშვენლობისაა.

- რატომ მაინც და მაინც ისინი?
ზიულე: მე მოჯადოებული ვიყავი მაორით ჯერ კიდევ პატარაობიდან, ამიტომ სურვილი მაქვს ამ ტატუს გაკეთების.

- როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება ზაბენერის ქუჩისგან, როდესაც თქვენ მიუნხენში სამედიცინო შემოწმებაზე იმყოფებოდით?
ზიულე: სულმოუთმენლად ველი თუ როდის დავბრუნდები დიდ ქალაქში. მე უფრო ქალაქის ადამიანი ვარ, მიუნხენში ცხოვრების ხარისხი, როგორც ცნობილია ძალიან მაღალია. ხოლო, როდესაც სავარჯიშო ბაზის წინ დგეხარ ზაბენერზე და „ბავარიის“ გერბს ხედავ, აცნობიერებ რომ ეს უკვე სხვა სამყაროა. ზუსტად ამიტომ მივდივარ იქ დიდი მოლოდინით.

- იპოვეთ მიუნხენში ბინა თქვენთვის და თქვენი მეგობარი მელისასთვის?
ზიულე: ადვილი არაა რაიმე იპოვო, ჩვენი ძაღლის გამოც ალბათ. არ მსურს ტეგერზნემდე ვიმგზავრო, უკეთესი იქნება ქალაქში მოვძებნო. მაგალითად, ახლა მე ზინსჰაიმში ვცხოვრობ, ამიტომ დილაობით ბევრი დრო მრჩება. კარგი იქნებოდა მიუნხენშიც ასევე ახლოს მეცხოვრა (იცინის).

- „ჰოფენჰაიმს“ დიდი გულისტკივილით ტოვებთ?
ზიულე: რა თქმა უნდა! ასეთი დიდი დროის შემდგომ ამ ადგილს ვტოვებ, რომელიც ჩემთვის სახლი გახდა. ის, ვინც იძახის, რომ ასეთი რამ ადვილად გადის, ალბათ არ არიან მართლები.

- „ჰოფენჰაიმი“ ძალიან კარგად ასპარეზობს ამ სეზონზე. რამდენი ხანი აღნიშნავდით ისტორიაში პირველად ევროთასებზე მოხვედრას?
ზიულე: არც ისე დიდი ხანს, ამის გაკეთება სეზონის შემდეგაც შეგვიძლია. ახლა ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს და გვსურს მაქსიმუმი მივიღოთ. რაღაც უნიკალური ჩვენ უკვე შევქმენით და ეს ჩვენთვის ყველასთვის უკვე ჩინებულია. ამასთან, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია სეზონი უფრო წარმატებული გავხადოთ.

- პირველ რიგში, მე-3 ადგილის დაკავება ბუნდესლიგაში?
ზიულე: გაიხსენეთ, წინა სეზონზე სად ვიდექით, ახლა კი 32 ტურის შემდეგ კლუბის ისტორიაში უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ და მე ამაში წვლილის შეტანა შევძელი. რომ გამოგვივიდეს და პირდაპირ ჩემპიონთა ლიგაზე რომ მოვხვდეთ და ამგვარად დავემშვიდობო „ჰოფენჰაიმს“ რა თქმა უნდა ეს სიგიჟე იქნება.

- აღგვიწერეთ „ჰოფენჰაიმის“ მიმდინარე წარმატების საიდუმლო
ზიულე: პირველ რიგში ჩვენ გამოვირჩევით ჩვენი კარგი გუნდური სულისკვეთებით. ჩვენ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს გუნდში. კლუბში ყველას ძალიან კარგად ესმის ერთმანეთის და ერთად კარგად ვმუშაობთ. ასევე, ჩვენთან ბევრი გერმანულენოვანი ფეხბურთელია, ყველა ახალბედაც გერმანულად ლაპარაკობს. ამიტომ, თითოეულს ესმის თუ რას ლაპარაკობს მეორე. ასევე წარმატება იმაშიც მდგომარეობს, თუ როგორ გვწვრთნის იულიან ნაგელსმანი, ჩვენ ძნელად პროგნოზირებადნი ვართ მეტოქისათვის და თამამად ვთამაშობთ, რადგან იულიანი ყოველთვის იმას გვეუბნება, რომ გამბედაობა ყოველთვის ჯილდოვდება და ჩვენ ამას ვიცავთ თითოეულ მატჩში.

- რა როლს ასრულებთ გუნდის გარეთ?
ზიულე: მე საკმაოდ წყნარი ადამიანი ვარ (იცინის). ჩაკეტილი არ ვარ და ყოველთვის გავდივარ კონტაქტზე. გუნდში ყველასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, რადგან „ჰოფენჰაიმში“ უკვე დიდი ხანია ვარ, აქ ყველას ვიცნობ, მძღოლიდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..