» » ჰაინკესი: ლამი არასოდეს არ დაუსახელებიათ წლის საუკეთესო ფეხბურთელად - „ეს გაუგებარია“

ჰაინკესი: ლამი არასოდეს არ დაუსახელებიათ წლის საუკეთესო ფეხბურთელად - „ეს გაუგებარია“

16-მაი-2017, 14:37
0384
„ბავარიის“ ყოფილ ლეგენდარულ მწვრთნელს იუპ ჰაინკესს წარმოუდგენლად მიაჩნია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ფილიპ ლამი თავისი უნიკალური კარიერის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა აღიარებული გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

„ფილიპი გერმანიის ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მოთამაშეა და ვიმედოვნებ და მინდა ვუსურვო - და ამას ის ნამდვლად იმსახურებს - რომ გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს კარიერის დასრულებისას“ - განაცხადა იუპმა SID -თან ინტერვიუსას.

კარლო ანჩელოტის ასისტენტის ჰერმან გერლანდისათვისაც გაუგებარია ამ ჯილდოს მიუღებლობა ფილიპ ლამისთვის. „ლამი - იდეალური ფეხბურთელია. 1970 წლიდან მე ჯერ ფილიპისნაირი ფეხბურთელი არ მინახია. ამიტომ არ მინდა ამაზე ვიფიქრო, რომ ლამი არასდროს არ ყოფილა აღიარებული ჟურნალისტების მიერ გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. კი ის გოლებს არ იტანს და სანახაობრივად არ თამაშობს, მაგრამ ის წარმოუდგენელ დონეზე ასპარეზობს 2001 წლიდან - თქვა გერლანდმა.

სენსაციური კარიერა

ლამის კოლეგა მანუელ ნოიერიც კი ღიად გამოხატავს თავის აზრს ამის შესახებ „ფილიპს სენსაციური კარიერა ჰქონდა და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ის არასდროს არ ყოფილა დასახელებული „წლის ფეხბურთელად“, და მან ეს ნამდვილად დაიმსახურა, იმით რაც გერმანული ფეხბურთისთვის გააკეთა“ - იძახის ნოიერი

ლამი, რომელიც პროფესიონალის რანგში „ფრაიბურგთან“ ჩაატარებს თავის ბოლო თამაშს, 2004 წელს „წლის საუკეთესო ფეხბურთელის“ კატეგორიაში მე-2 ადგილზე გავიდა, 2006 წელს მე-3 ადგილზე. 2013-ში - „ბავარიისათვის“ წარმატებულ წელს მე-5 ადილზე და ასევე 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საოცარი წარმატების შემდეგაც მან ამ კატეგორიაში მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..