» » 2016/17 წლის სეზონის სიმბოლური გუნდი

2016/17 წლის სეზონის სიმბოლური გუნდი

17-მაი-2017, 01:04
0382
CIES Football Observatory-ის სააგენტომ, რომელიც ფეხბურთის სტატისტიკითა და ანალიზითაა დაკავებული, 2016/17 სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელიც ტოპ 5 ევროპის ლიგის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

ფასდებოდა ფეხბურთელების პროდუქტიულობა, დაფუძნებული საკვანძო მაჩვენებლებზე თითოეული ამპლუისათვის. გუნდში მოხვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც სეზონში 2000 წუთი მაინც დაყვეს მინდორზე.

სეზონის სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება:

1) მანუელ ნოიერი (ბავარია)
2) ალექს სანდრო (იუვენტუსი)
3) მათს ჰუმელსი (ბავარია)
4) ხავი მარტინესი (ბავარია)
5) ბრუნო პერესი (რომა)
6) ტიაგო ალკანტარა (ბავარია)
7) პოლ პოგბა (მაჩესტერ იუნაიტედი)
8) ნაბი კეიტა (ლაიფციგი)
9) კრიშტიანუ რონალდუ (რეალი)
10) დრის მარტენსი (ნაპოლი)
11) ლიონელ მესი (ბარსელონა)

2016/17 წლის სეზონის სიმბოლური გუნდი

ფეხბურთელების შეფასებები იხილეთ ბმულზე My Webpage

როგორც ხედავთ, სიმბოლური ნაკრები 4 ბავარიელისაგან შედგება და სხვა არც ერთი კლუბიდან 1 ფეხბურთელზე მეტი არაა წარდგენილი აღნიშნულ გუნდში.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..