» » რუმენიგემ კიმიხის შესაძლო ტრანსფერს ჭორი უწოდა

რუმენიგემ კიმიხის შესაძლო ტრანსფერს ჭორი უწოდა

17-05-2017, 10:37 -ss- სიახლეები 0

რუმენიგემ კიმიხის შესაძლო ტრანსფერს ჭორი უწოდა
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, კატეგორიულად უარყოფს გერმანულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მიუნხენური კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელი იოშუა კიმიხი, მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას აპირებს.

"ეს სრული აბსურდია. თავიდან ბოლომდე ჟურნალისტების მიერ გამოგონილ ფაქტთან გვაქვს საქმე. მიუნხენის "ბაიერნს", იოშუა კიმიხთან 2020 წლამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მომავალ საფეხბურთო სეზონში კიმიხი, კვლავაც "ბავარიის" შემადგენლობაში იასპარეზებს"- ციტირებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი, კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.

შეგახსენებთ ხსენებულ ინტერვიუს, წინ უსწრებდა გერმანულ პრესაში გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ 22 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი, მომავალ საფეხბურთო სეზონში ან მანჩესტერ "სიტის" ან საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" ღირსებას დაიცავდა.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ზემოაღნიშნული ჭორი, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობისათვის იმდენად მიუღებელი ფაქტი აღმოჩნდა, რომ კლუბის იურისტებმა Stuttgarter Zeitung-ის წინააღმდეგ სასამართლოში, სარჩელიც კი შეიტანეს. საქმის განხილვა უახლოეს დღეებშია ჩანიშნული.

იოშუა კიმიხი, გერმანული გრანდის რიგებში 2015 წლის 2 ივლის ჩაირიცხა. 2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონში, ახალგაზრდა უკანახაზელმა, მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით სულ 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 8 გატანილი გოლისა და 2 შედეგიანი გადაცემის ავტორი. transfermarkt-ის ინფორმაციით ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 21 მილიონ ევროს შეადგენს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.