» » კიმიხი: "ბაიერნიდან" წასვლა არ მსურს

კიმიხი: "ბაიერნიდან" წასვლა არ მსურს

18-05-2017, 11:19
088
მიუნხენის "ბაიერნის" 22 წლის ფეხბურთელი იოშუა კიმიხი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრობს. გერმანელი უკანახაზელის თქმით, მას მიუნხენური კლუბის დატოვება არ სურს და მომდევნო საფეხბურთო სეზონში მისი მიზანი, "ბავარიის" ძირითად თერთმეტეულში, ადგილის დამკვიდრება იქნება.

"ის რომ მე მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება არ მსურს, ეს ფაქტია. რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე მთავარია მქონდეს სათამაშო პრაქტიკა. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ არა მხოლოდ მოედანზე გატარებული წუთების რაოდენობაზე, არამედ კლუბისათვის უმნიშვნელოვანეს მატჩებში მონაწილეობის მიღებაზე და "ბავარიის" ძირითად თერთმეტეულში სათანადო ადგილის დამკვიდრებაზე"- აღნიშნა კიმიხმა ჟურნალისტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ, გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იოშუა კიმიხი ახლოს არის კლუბის გამოცვლასთან და ხსენებული ფეხბურთელი შემდეგ სეზონში ან მანჩესტერ "სიტის" ან საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" შემადგენლობაში მოგვევლინება. აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო გერმანული გრანდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ და კლუბმა, გამოცემა Stuttgarter Zeitung-ის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..