» » რუმენიგე "ბაიერნის" მიზანზე საუბრობს

რუმენიგე "ბაიერნის" მიზანზე საუბრობს

18-მაი-2017, 11:57
0357
"რეკორდმაისტერის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, მომავალ საფეხბურთო სეზონში, გერმანული გრანდის მიერ დასახულ მიზანზე საუბრობს. ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, რუმენიგე აღნიშნავს, რომ მიუნხენური კლუბი, მოპოვებული საჩემპიონო ტიტულის დაცვას შეეცდება და ამასთან ერთად, უეფას ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასისათვის ბრძოლაშიც, კლუბი წარმატებულ ასპარეზობას შემოგვთავაზებს.

"არავის არ ვურჩევ ინერვიულოს ჩევნი კლუბის მომავალზე. შემდეგ სეზონში, ბუნდესლიგის მოგება მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნს" შეუძლია. 2017-2018 წლის საფეხბურთო სეზონში "ბავარიის" წინაშე დგას ერთი მიზანი - დავიცვათ გერმანიის ჩემპიონატში მოპოვებული ტიტული და შევასრულოთ მნიშვნელოვანი როლი სხვა ტურნირებზეც, არც მეტი, არც ნაკლები" -ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონი, მიუნხენის "ბაიერნისათვის" არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. კლუბი ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, ტურნირის მეოთხედფინალურ სტადიაზე, ხოლო შემდგომ გერმანიის თასისათვის ბრძოლასაც დაემშვიდობა. "ბავარიის" გულშემატკივართათვის ერთადერთ ნუგეშად იქცა, ბუნდესლიგის მოგება, რომელიც "ბაიერნმა" "ხსენებული ტურნირის დასრულებამდე, სამი ტურით ადრე გაინაღდა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..