» » „ბავარიის“ კამპუსი. ახალი ტალანტების სამჭედლო

„ბავარიის“ კამპუსი. ახალი ტალანტების სამჭედლო

18-მაი-2017, 14:33
0446
წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად სამშაბათს, „ბავარია“ U-19 -ის ახალგაზრდული გუნდი გერმანიის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მომდევნო დღეს მიუნხენის ჩრდილოეთით ახალი სპორტული კომპლექსის პრეზენტაცია შედგა. „ბავარიის“ კამპუსი ახალი საგანმანათლებლო ცენტრი გახდება ყველა ახალგაზრდული გუნდისათვის და მათთვის თავის კარს 2017 წლის 1 აგვისტოს გახსნის.

„დღეს მშვენიერი დღეა“, - განაცხადა, კლუბის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ოთხშაბათს ცენტრის ოფიციალურ პრეზენტაციაზე. ჩვენი გუნდი U-19 ფინალშია, U-17 - ნახევარფინალში, ხოლო საგანმანათლებლო ცენტრი კი მალე ჩაბარდება ექსპლოატაციას: „ეს იმის დამამტკიცებელია, რომ არაფერი არ ხდება მიზეზის გარეშე. ყველაფერს თავისი გარკვეული წინაპირობები გააჩნია“, - გააგრძელა რუმენიგემ.

რუმენიგესთან ერთად ცერემონიას ესწრებოდნენ, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კრისტიან დრეეზენი, „ბავარიის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი, პროფესორი დიტერ მაიერი და ასევე ყოფილი კლუბის პრეზიდენტი კარლ ჰოფნერი და ახალი საგანმანათლებლო ცენტრის მენეჯერები: იოჰენ ზაუერი და ჰერმან გერლანდი.

„წლები ეს ჩვენს ოცნებად რჩებოდა, რომ ასეთი საგანმანათლებლო ცენტრი გვქონოდა, როგორიც „ბავარიის“ კამპუსია. ჩვენ შევძელით ამ ოცნების რეალიზება და ის მალე მზად იქნება“, - სიხარულით ყვებოდა ჰიონესი.

30 ჰექტარზე 8 საფეხბურთო მოედანი განთავსდება, მათ შორის 2 ხელოვნური გაზონით, 3 სპორტული დარბაზი, საბავშვო აკადემია და ადმინისტრაციული შენობა.

„ეს რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, სიამაყით გვავსებს“, - ხაზი გაუსვა ჰიონესმა „აქ თანამშრომლებს საუკეთესო ინფრასტრუქტურა ექნებათ“. ახალგაზრდული სავარჯიშო ცენტრის ხელმძღვანელი იოჰენ ზაუერიც ასევე „შთამბეჭდავ ინფრასტრუქტურაზე ალაპარაკდა. ხოლო, მისი კოლეგა ჰერმან გერლანდი „შესანიშნავ პირობებზე“ ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისათვის.

ივლისის ბოლოს, პროექტი, რომელიც 70 მილიონი დაჯდა, დასრულდება. „როგორც იყო დაგეგმილი, გახსნა 1 აგვისტოს შედგება“, - განაცხადა ჰოფნერმა.

პროფესორმა დიტერ მაიერმა, „ბავარიის“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ფინანსურ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყველა ფინანსური ხარჯი მშენებლობაზე ბიუჯეტის ფარგლებშია მოქცეული. მეორე ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალ არქიტექტურაზე შემდეგი აღნიშნა: „ამ ქალაქის წყალობით ჩვენ ბევრ რამეში გავასწრებთ მოვლენებს. ეს ნაგებობა კი გარანტი იქნება „ბავარიის“ მდგრადი განვითარების“.

სასწავლო ქალაქში ხვალინდელი პროფესიონალების მომზადება განხორციელდება. ცენტრი საკუთარი ტალანტების განვითარებას შეუწყობს ხელს, როგორიც ეს დავიდ ალაბაა, რომელიც 7 წლის წინ ახალგაზრდული აკადემიიდან მთავარი გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალში ამ კომპონენტში საუკეთესოები ვიყოთ“ - იძახის ჰიონესი. თუმცა კლუბის ყველა ხელმძღვანელი სოლიდარული იყო იმაში, რომ „მოთმინება უნდა მოიკრიბონ“.

„ფეხბურთელები ხეზე არ იზრდებიან“, - აღნიშნა ჰერმან გერლანდმა. რუმენიგემ კი სრული ნდობა გამოუცხადა გერლანდს და ზაუერს. „ჩვენ სწორ გზაზე ვიმყოფებით“, - განაცხადა აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ.

„ბავარიის“ კამპუსი. ახალი ტალანტების  სამჭედლო

„ბავარიის“ კამპუსი. ახალი ტალანტების  სამჭედლო

„ბავარიის“ კამპუსი. ახალი ტალანტების  სამჭედლო

„ბავარიის“ კამპუსი. ახალი ტალანტების  სამჭედლო

„ბავარიის“ კამპუსი. ახალი ტალანტების  სამჭედლო

„ბავარიის“ კამპუსი. ახალი ტალანტების  სამჭედლო
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..