30 გოლს + ?

18-მაი-2017, 15:27
0426
28 წლის პოლონელი ფეხბურთელი სეზონის ბოლო სპორტული მიზნისთვის ემზადება, რომელიც ამ უქმეებზე „ფრაიბურგთან“ მატჩში უნდა გადაწყვიტოს. მოიგებს თუ არა ლევანდოვსკი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდებას? ბოლო ტურის წინ პოლონელი პიერ-ემერიკ ობამეანგს მხოლოდ 1 გოლით უსწრებს. „ჯილდოზე არ ვფიქრობ, - იძახის ლევანდოვსკი - ჩემი მიზანია 30 + ? ბურთი გავიტანო“.

წინა სეზონში ლევანდოვსკიმ 30 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირის წოდება მოიპოვა. ზუსტად ამდენივე აქვს ამ სეზონშიც აქტივში. „თუ კიდევ ერთს გავიტან, საკუთარ რეკორდს გავაუმჯობესებ. ამის გაკეთების სურვილი მაქვს. ცუდი არ იქნება, თუ სეზონის ბოლოს 1 გოლით მეტი მექნება სხვებთან შედარებით”.

მხოლოდ 1 გოლი სჭირდება პოლონელს, რომ თავისი საკუთარი რეკორდი გააუმჯობესოს. „ფრაიბურგთან“ მატჩში უნდა შეძლოს ამის მოხერება, რადგან ყველაზე ხელსაყრელი მეტოქეა მისთვის. ბუნდესლიგის 10 მატჩში პოლონელი 12-ჯერ გამოირჩა. ამიტომ ყველანაირი წინაპირობა არსებობს პოზიტიური შედეგისა.

ლეგენდასთან გამომშვიდობება

„ჩვენი ყველაზე დიდი მოტივაცია ამ მატჩში - ფილიპ ლამისა და ხაბი ალონსოს ღირსეული გაცილებაა, - ყვება ლევანსოვსკი. - ჩვენ კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ და ბევრი გოლი გავიტანოთ“.
ამ სეზონში მან 46 მატჩში 43 გოლი გაიტანა. ბუნდესლიგაში 11-ჯერ გაიტანა 2 და 2-ზე მეტი გოლი ერთ მატჩში - ეს მე-2 მაჩვენებელია ლიგის ისტორიაში. რეკორდი კი გერდ მიულერს ეკუთვნის სეზონში 1971/72 (12-ჯერ).

რთული დრო

„ბუნდესლიგაში „დორტმუნდთან“ მატჩამდე ყველაფერი საუკეთესოდ მიდიოდა. მე ბრწყინვალე ფორმაში და კარგ განწყპბაზე ვიმყოფებოდი. მაგრამ შემდგომ სიტუაცია შეიცვალა“. გოლკიპერ რომან ბიურკისთან შეჯახების დროს ლევანდოვსკიმ მხარი დაიზიანა. „თითოეული ჩემი მოძრაობა მტკივნეული იყო. სიარულის დროს, სირბილის დროს და ორთაბრძოლებში. ეს რთული პერიოდი იყო ჩემთვის“, - იხსენებს ის აპრილის მნიშვნელოვან მატჩებს და დასძენს: „წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტის გატანა შემეძლო“.

მხარი აღარ აწუხებს თავდამსხმელს და ის მთლიანად მზად და ფოკუსირებულია. რობერტს მაგიური ციფრი 30-ის გადალახვა სურს და საუკეთესო ბომბარდირის წოდების მესამედ მოპოვება. წინა 2 წოდება მან 2014 და 2016 წლებში მოიპოვა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..