» » კლოპმა ბავარიის შესახებ Kicker-ის კითხვას უპასუხა

კლოპმა ბავარიის შესახებ Kicker-ის კითხვას უპასუხა

18-05-2017, 16:57 dachi8 სიახლეები 0

კლოპმა ბავარიის შესახებ Kicker-ის კითხვას უპასუხა
“ლივერპულის“ გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი არ თვლის, რომ პრემიერ-ლიგაში უახლოეს მომავალში სიტუაცია შეიცვლება და ერთი კლუბი დაიწყებს დომინირებას, როგორც ეს ბუნდესლიგაშია.

იურგენ კლოპი ბოლო მწვრთნელად რჩება, რომელიც „ბავარიის“ ჩემპიონობას წინ აღუდგა ბუნდესლიგაში. მან 2-ჯერ მოახერხა „დორტმუნდის ბორუსიასთან“ ერთად 2011 და 2012 სეზონებში ბუნდესლიგის მოგება.

„ბავარიამ“ მიმდინარე სეზონში პრემიერ-ლილგის გუნდს „არსენალს“ ჩემპიონთა ლიგაზე 2 მატჩის ჯამში 10:2 მოუგო, რაც შესაძლოა უახლოესი სეზონის განმავლობაში „მეთოფეების“ ბოლო გამგზავრება აღმოჩნდეს ევროპაში, რადგან თუ ცხრილში მე-5 ადგილზე აღმოჩნდებიან, მომდევნო სეზონში მხოლოდ ევროპის ლიგით უნდა შემოიფარგლონ"..

კლოპი თვლის, რომ ამგვარი კონკურენცია, როგორიც პრემიერ-ლიგაშია გერმანიაში არ შეინიშნება, სადაც „ბავარიის“ მონოპოლიის დასუსტების ნიშანწყალიც კი არ იგრძნობა. კარლო ანჩელოტიმ კი რეკორდმაისტერს ზედიზედ მე-5 ჩემპიონობა მოუტანა.

Kicker-ის კითხვაზე დაკარგავდა თუ არა დომინირებას „ბავარია“ პრემიერ-ლიგაში, კლოპი შემდეგს პასუხობს: „ბაიერნს გაუჭირდებოდა პრემიერ-ლიგის მოგება, მაგრამ მათი გამარჯვების შანსები არც თუ ისე დაბალი იქნებოდა“.

თავის მუშაობას კი „ლივერპულში“ ის პოზიტიურად აფასებს: „კლუბის შიგნით ხალხი განვითარებას ხედავენ, რომელიც პოზიტიურია. ჩვენ 73 ქულა გვაქვს და შანსი გვაქვს რომ ის 76-მდე გავზარდოთ. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ მეტად სტაბილურად ვთამაშობთ ამ სეზონზე“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.