» » ახალი უნიფორმა ანუ მსგავსება 1973/1974 წლების სეზონთან

ახალი უნიფორმა ანუ მსგავსება 1973/1974 წლების სეზონთან

18-05-2017, 20:10 LEV4NI თავისუფალი სტატია 0

ახალი უნიფორმა ანუ მსგავსება 1973/1974 წლების სეზონთან
დღეს 18 მაისს მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა საკმაოდ საინტერესო სიახლე რომელმაც გვამცნო თუ როგორი ფორმებით ითამაშებდნენ რეკორდმაისტერის ფეხბურთელები 2017/18 წლების საფეხბურთო სეზონში.

ამ ყველაფერში განსაკუთრებული თითქოს არაფერია თუმცა მაინც არის ერთი ფაქტი რაც ინტერესის საფუძველს ნამდვილად წარმოადგენს. მაისურს რომელსაც ბაიერნი მომავალი სეზონიდან მოირგებს ძალიან ჰგავს ფორმას რომელიც ბავარიელ მოთამაშეებს შორეულ 1973/74 წლებში ეცვათ.

ხსენებულ სეზონს რაც შეეხება ის მიუნხენული და ზოგადად გერმანული ფეხბურთისათვის დაუვიწყარი და ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა.

დავიწყოთ იქედან რომ 1974 წელს ვერცხლის სინი ბაიერნმა მოიგო, გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორიც ლეგენდარული გერდ მიულერი გახდა, მართალია უდო ლატეკის გუნდმა პოკალის თასზე ასპარეზობა 1/2 ფინალურ სტადიაზე დაასრულა თუმცა მომხდარი ფაქტი სრულიად გადაფარა იმ სიხარულმა რომელიც ბაიერნმა ბრიუსელში განიცადა.

მოგვიანებით საკლუბო სეზონიდან საზოგადოება სანაკრებო პირველობაზე გადაერთო, მუნდიალი რომელიც 1974 წელს გერმანიაში ჩატარდა უდიდეს ინტერესს იწვევდა ხალხში, ამას ემატებოდა ისიც რომ ფინალურ დაპირისპირებას მიუნხენში მდებარე ულამაზესი ოლიმპიაშტადიონი მასპინძლობდა რომლიც იმ პერიოდში რეკორდმაისტერის საშინაო არენას წარმოადგენდა...

-ბუნდესლიგა

1973 წლის 11 აგვისტოს კლუბმა ხსენებული სეზონის პირველი ოფიციალური დაპირისპირება გამართა, ოლიმპიაშტადიონზე ბაიერნმა დიუსელდორფის ფორტუნას უმასპინძლა და მეტოქე კომფორტული ანგარიშით 3:1 დაამარცხა, მატჩში კი გოლები ული ჰიონესმა (25’), რაიან ზობელმა (81’) და ფრანც ბეკენბაუერმა (90’) გაიტანეს.

სწორედ ასე დაიწყო სეზონი რომელიც ბაიერნისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი აღმოჩნდა, აღნიშნულ შეხვედრას კი გერმანიის ჩემპიონატში 7 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია მოჰყვა (უნდა ავღნიშნოთ მატჩი გელზენკირხენში რომელიც ანგარიშით 5:5 დასრულდა). პირველი მარცხს რაც შეეხება ბაიერნმა ის 22 სექტემბერს ჰანოვერში იწვნია როდესაც „წითლებმა“ ადგილობრივ კლუბთან დათმეს შეხვედრა ანგარიშით 3:1.

ამის შემდეგ ბაიერნისთვის გარკვეული პერიოდი შედარებით რთული გამოდგა რადგან მომდევნო 10 თამაშიდან კლუბმა 3 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.

1974 წლის 12 იანვარს კიოლნის ფორტუნასთან საშინაო არენაზე მოგებული შეხვედრა ანგარიშით 5:1 კი თითქოს გარდამხტეხი იყო რადგან ამის შემდეგ რეკორდმაისტერმა ზედიზედ 15 მატჩი არ წააგო თან ისე რომ მხოლოდ 4 დაასრულა ფრედ.

ამის შემდეგ გუნდმა მხოლოდ 1 მარცხი იწვნია და ისიც ბოლო ტურში როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, რაც შეეხება ანგარიშს რომელიც მატჩის შემდეგ დაფიქსირდა ნამდვილად არავინ ელოდა. ბაიერნმა გლადბახში ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ ანგარიშით 5:0 წააგო(!!!).

საბოლოოდ ბაიერნმა ბუნდესლიგის სეზონი პირველ პოზიციაზე დაასრულა 49 ქულით, მეორე ადგილზე მყოფ მენხენგლადბახის ბორუსიას კი მხოლოდ 1 ქულით აჯობა. ძალიან საინტერესოა ისიც რომ 1974 წელს მოგებული ვერცხლის სინი ბავარიული კლუბისთვის რიგით მეოთხე გახლდათ.

-პოკალის თასი

როგორც უკვე ავღნიშნეთ უდო ლატეკის გუნდს ამ წელს პოკალის თასზე ასპარეზობა არცთუ ისე კარგად გამოუვიდა, მართალია კლუბი 1/2 ფინალამდე საკმაოდ დამაჯერებლად მივიდა თუმცა ფინალამდე ერთი ნაბიჯით ადრე რეკორდმაისტერი ფრანკფურტის აინტრახტმა გააჩერა რომელმაც სხვათაშორის 1974 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო.

პირველი რაუნდის შეხვედრა ბავარიამ 1973 წლის 10 დეკემბერს დუისბურგის წინააღმდეგ გამართა რომელსაც გერდ მიულერის დუბლისა და ჰიონესის ერთი გოლის დახმარებით სძლია, ამას მოჰყვა 5 დღის შემდეგ გამართული შეხვედრა რომელიც ბაიერნმა ამჯერად ვერდერში ადგილობრივი ბრემენის წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით 1:2 მოიგო.

ასე მოვიდა კლუბი 1/4 ფინალამდე სადაც მეთი მეტოქე ჰანოვერი იყო, 16 თებერვალს მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული შეხვედრა კი ბაიერნის გამარჯვებით ანგარიშით 3;2 დასრულდა, საინტერესოა რომ 75-ე წუთამდე ბაიერნი დიდი ანგარიშით იგებდა თუმცა სტუმრებმა გაბრძოლება მაინც მოახერხეს და ზეპ მაიერის კარი 5 წუთიან მონაკვეთში 2-ჯერ აიღეს (75“-80“).

1974 წელს პოკალის თასზე უდო ლატეკის ბიჭებმა ფრანკფურტში წააგეს რაც საკმარისი აღმოჩნდა ტურნირის დატოვებისთვის, მართალია 90-ე წუთამდე ანგარიში 2-2 იყო თუმცა ბოლო წუთზე მსაჯის მიერ ბაიერნის კარში დადებული პენალტი გოლად იურგენ კალბმა გარდასახა და საკუთარ კლუბს ფინალური ეტაპის საგზურიც მოუტანა.

-ჩემპიონთა თასი

სწორედ ჩემპიონთა თასის მოგება გახლდათ ბაიერნისთვის იმის მთავარი მიზეზი რის გამოც 1973/74 წლების სეზონი კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. ბავარიულმა გრანდმა არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა ზემოთ ხსენებული ტიტული და მისი დაცვაც ზედიზედ 2-ჯერ მოახერხა.

აღნიშნულ ტურნირზე გერმანულმა კლუბმა ასპარეზობა 1973 წლის 19 სექტემბერს დაიწყო როდესაც ბაიერნმა მიუნხენში შვედურ ატვიდაბერგს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშჲთ 3:1 დაამარცხა. თითქოს პირველი შეხვედრის შემდეგ ბევრ კითხვას გაეცა პასუხი თუმცა შვედები ასე არ ფიქრობდნენ, 2 კვირის შემდეგ ევროპის ჩრდილოეთში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა იდენტური ანგარიშით მოიგეს, მომდევნო ეტაპის საგზური კი ბავარიამ მხოლოდ 11 მეტრიანი დარტყმების შემდეგ მოიპოვა.

საუკეთესო 16 გუნდში ბავარია აღმოსავლეთ გერმანიის წარმომადგენელ დრეზდენის დინამოს შეხვდა და მეტოქე ორი მატჩის ჯამში საკმაოდ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. მიუნხენში ბაიერნმა მინიმალური სხვაობით 4-3 იმარჯვა, დრეზდენში კი დაპირისპირება შედეგიანი ფრით 3:3 დასრულდა. შესაბამისად ორი მატჩის ჯამში სამხრეთულმა კლუბმა იმარჯვა და დამსახურებულად მოიპოვა 1/4 ფინალური ეტაპის საგზური.

1/4 ფინალური დაპირისპირებები კი ოლიმპიაშტადიონის ბინადრებმა ბულგარულ კლუბის სოფიის ცსკა-ს წინააღმდეგ გამართეს. პირველი მატჩი 1974 წლის 5 მარტს მიუნხენში გაიმართა რომელიც ბაიერნმა დიდი ანგარიშით 4:1 მოიგო, გოლები კი ტორსტენსონმა (2-ჯერ), ბეკენბაუერმა და მიულერმა შეაგდეს.

2 კვირის შემდეგ რეკორდმაისტერი სოფიას ეწვია, 20 მარტს ბულგარელებმა ბაიერნის წინააღმდეგ მშვენიერი თამაში აჩვენეს და 2:1 მოიგეს კიდეც თუმცა ორი მატჩის ჯამში ერთ ბურთიანი უპირატესობით გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა.

ტურნირი ნელ-ნელა შედიოდა გადამწყვეტ ფაზაში, მეტოქეებიც უფრო და უფრო რთული დასამარცხებლები ხდებოდნენ.

1/2 ფინალურ სტადიაზე გაირკვა რომ გერმენელებს უნგრული იუპიესტი დაუპირისპირდებოდა, პირველი მატჩიც უკვე არათუ გერმანიაში არამედ უნგრეთში გაიმართებოდა.

10 აპრილს რეკორდმაისტერი ბუდაპეშტს ეწვია და 78 400 გულშემატკივრის წინაშე ძალიან საინეტერესო მატჩში მიიღო მონაწილეობა თუმცა საკმაოდ გახსნილი თამაშის მიუხედავად ბაიერნმა და იუპიესტმა გოლები გაცვალეს და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ცხადი იყო რომ ყველაფერი მიუნხენში უნდა გარკვეულიყო...

24 აპრილს კი ყველაფერი ბაიერნისთვის სასურველი სცენარით წარიმართა, ანგარიში 33-ე წუთზე ტორსტენსონმა გახსნა რასაც დაახლოებით 40 წუთის შემდეგ ჟოზეფ ჰორვალტის ავტოგოლი მოჰყვა, საბოლოო ანგარიში კი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გერდ მიულერმა დააფიქსირა.

სწორედ ასეთი გზა განვლო მიუნხენის ბაიერნმა 1974 წლის ჩემპიონთა თასის ფინალამდე, მალე კი ცნობილი გახდა იმ გუნდის ვინაობაც რომელიც გერდ მიულერს და კომპანიას წინააღმდეგობას ბრიუსელში გაუწევდა...ეს გახლდათ მადრიდის ატლეტიკო.

პირველი მატჩი 15 მაისს გაიმართა რომელიც თავისი დრამატიზმით გამოირჩა, ძირითადი უგოლო ტაიმების შემდეგ ბელგიელ არბიტრს დამატებითი ტაიმების დანიშვნა მოუწია სადაც ლუის არაგონესმა 112-ე წუთზე გაიყვანა ატლეტიკო წინ, ეს სრული შოკი გახლდათ ბაიერნისთვის თუმცა უდო ლატეკის გუნდმა სასწაული მოახდინეს და მატჩი 120-ე წუთზე ჰანც-გეორგ შვარცენბეკის შორეული დარტყმის შემდეგ გადაარჩინეს.

მაშინდელი წესების თანახმად კი გამარჯვებულის ვინაობა არათუ პენალტების სერიაში არამედ ორი დღის შემდეგ გამართულ განმეორებით მატჩში უნდა გარკვეულიყო, 7 მაისს გამართული მატჩი კი ბაიერნისთვის უდაოდ გამორჩეული იყო...

გერმანულმა გიგანტმა საქმეს თავიდანვე სრული სერიოზულობით მოეკიდა, მართალია პირველი გოლი თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ გავიდა თუმცა თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე ნათელი იყო თუ ვინ მოიგებდა ჩემპიონტა თასს.

ატლეტიკოს თავისი შანსები ჰქონდა თუმცა ბოლო მომემტში ვერაფერს ხდებოდა, ბაიერნმა კი მეორე ტაიმში კიდევ უფრო მოუხშირა შეტევებს რამაც შედეგი გამოღო, ჯერ იყო და 56-ე წუთზე გერდ მიულერმა შეძლო უპირატესობის 2 ბურთამდე გაზრდა, 13 წუთის შემდეგ კი 13-ე ნომერმა უკვე დუბლი გაიფორმა და ანგარიში 3:0 გახადა.

მიულერის მსგავსად ორი გოლი გაიტანა ული ჰიონესმაც რომელმაც მატჩის 82-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 4:0.

დიახ, სწორედ ასეთი დიდებული გამოდგა მიუნხენული კლუბისთვის 1973/74 წლების სეზონი რომელშიც ბავარიამ პირველი ჩემპიონთა თასი მოიპოვა, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის უდიდესი წარმატებაც რომელსაც ბუნდესთიმმა სამშობლოში გამართულ მუნდიალზე მიაღწია. გერმანიის ნაკრებმა ძალიან დამაჯერებლად გაიარეს თითოეული ეტაპი და ფინალში ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს შეხვედრა.

იოჰან კლუიფმა და მისმა თანაგუნდელებმა ანგარიში მალევე გახსნეს თუმცა შავ-თეთრებმა მატჩის შემოტრიელბა მოახერხეს და გადაჭედილ ოლიმპიაშტადიონზე მსოფლიოს თასი აღმართეს, აღნიშნული პატივი თავდაპირველად ეროვნული ნაკრების კაპიტანს ფრანც ბეკენბაუერს ერგო.

ბოლოს კი შეგახსენებთ რომ 2017/18 წლების საკლუბო სეზონის შემდეგ გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთში გაემგზავრება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.