» » ვრცელი ინტერვიუ ფილიპ ლამთან

ვრცელი ინტერვიუ ფილიპ ლამთან

18-მაი-2017, 22:29
0457
არიან ფეხბურთელები, რომლებიც თავისი კარიერის განმავლობაში იმდენ კლუბს გამოიცვლიან, რომ ბოლოს ყველას გახსენებაც კი უჭირთ. ფილიპ ლამი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. 2 წლის გამოკლებით, გატარებული „შტუტგარტში“ (2003-2005), ის მხოლოდ „ბაიერნის“ ფორმით ასპარეზობდა. შაბათს ძირძველი მიუნხენელი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს. „ფრაიბურგთან“ მატჩში ფინალური სასტვენის შემდეგ ის პირველი აწევს ვერცხლის სინს, შემდეგ კი ბოლოჯერ მიიღებს ლუდით წუწაობაში მონაწილეობას. ასე დასრულდება ფილიპ ლამის უნიკალური კარიერა.

ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის შემდგომ, საკლუბო ჟურნალის კორესპონდენტები კაპიტანს შეხვდნენ და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერეს.

გთავაზობთ ინტერვიუს ფილიპ ლამთან.

- ფილიპ, რას გააკეთებ ამა წლის 4 ივლისს?
ფილიპ ლამი: „არვიცი. მაგრამ უკვე წინასწარ შემიძლია ამ კითხვაზე დავფიქრდე. სამაგიეროდ ის ზუსტად ვიცი, თუ სად არ ვიქნები ამ დღეს - პირველ ვარჯიშზე ზაბენერშტრასეზე.

- სჩანს, რომ შენ ჯერ არ მოგიფიქრებია სამომავლო გეგმები. მაგრამ ის დღე, როდესაც ბუცებს ლურსმაზე ჩამოკიდებ ახლოვდება. რამდენად სპონტანური იყო ეს გადაწყვეტილება? როდის მიიღე ის საბოლოოდ?
ლამი: ეს პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველაფერი ერთ ღამეში არ გადაწყვეტილა. პერმანენტულად ვცდიდი ჩემს თავს, ვფიქრობდი იმაზე, შევძლებდი თუ არა კიდევ ამ დონის შენარჩუნებას. ნაკრებში კარიერა იმ გრძნობით დავასრულე, რომ ეს სწორ დროს გავაკეთე, ტურნირის დასრულების შემდეგ. ახლაც იმავესვგრძნობ.

- როგორ იგრძნობა ეს?
ლამი: ყველაფერს დეტალები წყვეტს. უფრო რთული ხდება ინგლისური კვირების გადატანა, აღდგენითი პროცესები და მომდევნო მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში დახვედრა. მატჩის მომდევნო დღეს გამოღვიძებაც უფრო მძიმე ხდება. კიდევ ის გრძნობა, რომლის გადატანაც ყოველ დღე გიწევს, მე გუნდის კაპიტანი ვარ და მსურს თითოეულ ფეხბურთელს დავანახო რომ ბოლომდე ვიხარჯები ასი პროცენტით. ვიგრძენი რომ უკვე აღარ შემეძლო ამ დონეზე მუშაობა. მაგალითისთვის: მე ძალიან ამბიციური ვარ და ყოველთვის მაბრაზებს თუ ვაგებ ორკარაში. თავს დამცირებულად ვგრძნობდი. ახლა კი ეს შეგრძნება არ მაქვს და ეს ნიშანია ჩემთვის, რომ პროცესი საჭირო მიმართულებით არ მიდის.

- ბოლო თვეები განსაკუთრებულად გსურდა რომ ჩაგემთავრებინა, გამოგივიდა?
ლამი: კი, ბოლო კვირებში ეს ძალიან, ძალიან კარგად გამომივიდა. რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით მივიღებდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობას ან გერმანიის თასის ფინალში. ეს კარიერის დასრულების საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. მეორეს მხრივ, ზეწოლას აღარ ვგრძნობდი. 31-ე ტურში ჩვენ ჩემპიონობა გავიფორმეთ და შემდეგი 3 კვირა თითოეული ვარჯიშით ვტკბებოდი, თითოეული მატჩით - ყველაფრით, რაც კი გარს მეხვია. უფრო დიდი დრო დამრჩა კარიერის ბოლო დღეებით დავმტკბარიყავი.

- ფიქრობ უკვე იმაზე, თუ რა დაგაკლდება მომდევნო თვეებში?
ლამი: ერთი რამ ნამდვილად ვიცი რაც დამაკლდება - ყოველ დღე გუნდში მუშაობა. გასახდელში განსაკუთრებული ატმოსფეროა, მას საკუთარი ენა გააჩნია. 5 წლიდან მივეჩვიე გუნდთან ერთად ყოფნას, ეს კი ნამდვილად დამაკლდება. ასევე დამაკლდება გასახდელის ხუმრობები.

- გუნდური აზროვნება შენთან ერთად დარჩება მომდევნო კარიერაშიც?
ლამი: წარმატებული მენეჯმენტი - ეს დიდი გუნდია, რომელიც ერთსულოვნად მუშაობს. იგივე ეხება ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას. მსურს ყოველთვის დავინახო გუნდი, რომელიც წარმატებულად ურთიერთთანამშრომლობს. რა თქმა უნდა, უთანხმოება ყველგან არსებობს, ეს სავსებით ნორმალურია. მაგრამ მე გუნდური სპორტის სახეობის ადამიანი ვარ და გუნდური აზროვნებისთვის ვზრუნავ. ერთად შესაძლებელია ძლიერი მხარის გაძლიერება, ხოლო სუსტის - ნიველირება. ამგვარ აზროვნებას მივეჩვიე ფეხბურთში და სხვა საკითხებშიც ვაპირებ მის გამოყენებას.

- როგორია შენი სამომავლო გეგმები? რთული იქნება ჩვეული განრიგიდან გადაწყობა?
ლამი: ვნახოთ. მაგრამ აშკარად ვერ ვითმენ ამ რიტუალების დადგომამდე, როგორებიცაა ერთობლივი საუზმე და უქმე დღეები. სასიამოვნო იქნება, როდესაც კვირა დილას მაგიდას ერთად მივუსხდებით და დღეს ერთად დავიწყებთ. ფეხბურთელობისას შენ ხშირად ამას მოკლებული ხარ, რადგან ან გზაში იმყოფები ან მატჩის შემდგომ ძალების აღდგენით ხარ დაკავებული. ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები ჩემს ცხოვრებაში და რითი შეივსება ჩემი კვირები, ჯერ არ ვიცი. თავიდან მთელს ოჯახთან ერთად გავემგზავრები სადმე დასასვენებლად. მაგრამ აუცილებლად ჩავნიშნავ დღეს ჩემთვის, რომელიც ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდება. შემდეგ თანდათანობით შევავსებ ჩემს დღეებს. იმდენი რამ არის, რისი ცოდნაც მსურს. მაგალითისთვის, მარკეტინგი, დიგიტალიზაცია და გაყიდვები. არ მსურს, კარიერის დასრულების შემდგომ მოულოდნელად ჩემთვის უცხო სფეროში აღმოვჩნდე. მინდა იმით დავკავდე, რაც კარგად გამომივა. ასევე, მსურს დიდი დრო ჩემს ფონდსაც დავუთმო.

- უკვე მოამზადე ოთახი, სადაც სამახსოვრო ნივთებს განალაგებ?
ლამი: კი, არის პატარა ოთახი, სადაც უამრავი სამახსოვრო ნივთი მაქვს განთავსებული. ფეხბურთის მაისურები, მედალები, ფოტოები, რამოდენიმე წყვილი ბუცი. ისე მოხდა, რომ ამ ყველაფრის შეგროვება მე მხოლოდ შვილის შეძენის შემდეგ დავიწყე.

- როგორი მაისურები შეაგროვე? არის განსაკუთრებული „ღირებულების“ ეგზემპლარები?
ლამი: მაისურები, ჩემთვის განსაკუთრებული მატჩებიდან, ასევე სხვა ფეხბურთელების მაისურები. მე რამოდენიმე მაისური ერთმანეთს გადავაკერე და ვთხოვე მათგან სკამის გადასაკრავები გაეკეთებინათ, რომლებიც ამ ოთახში დგას. ეს ანდი ოტტლის, ბასტიან შვაინშტაიგერის, თომას მიულერის, მანუელ ნოიერის და რამოდენიმე სხვა ფეხბურთელის მაისურებია. ასევე ანდრეას პირლოსა და ჯიჯი ბუფონის მაისურებიც მაქვს, რომლებიც ჩემი კარიერის განმავლობაში მუდმივად იყვნენ.

- და ზუსტად რომლის მაისურები გაქვს გადაკრული სკამებზე?
ლამი: ამას მე არ გეტყვით! (ხმამაღლა იცინის)

- დიდი ფინალების გარდა, არის მატჩები, რომლებიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ?
ლამი: მე ხშირად ვიხსენებ, ჩემს პირველ ტიტულს ახალგაზრდულ გუნდში 2001 წელს. "ლევერკუზენის" წინააღმდეგ მატჩში ჩვენ შანსები არ გვქონდა, მაგრამ ის მატჩი ანგარიშით 3:2 მოვიგეთ და ჩემპიონები გავხდით. ეს რაღაც განსაკუთრებული იყო. იგივეს ვიტყვი ჩემს პირველ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე „ბავარიის“ შემადგენლობაში, 2002 წლის ნოემბერში „ლანსის“ წინააღმდეგ, რომელიც იმავდროულად ჩემი პირველი მატჩი გახდა პროფესიონალურ დონეზე. მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე ხნით ადრე მარკუს ფოილნერი შევცვალე. ბურთს მხოლოდ ერთხელ შევეხე. ეს შეუდარებელი იყო. ასევე, შემიძლია გავიხსენო მატჩი „შტუტგარტის“ შემადგენლობაში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე. მაშინ ჩვენ სენსაციურად მოვიგეთ სახლში ანგარიშით 2:1, მე კი სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდი. 2004 წლის თებერვალში, გერმანიის ნაკრებში გამომიძახეს. ჩემს პირველ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოვედი. ასეთი მატჩები კიდევ ბევრია და შემიძლია გავიხსენო....

- შენს კარიერაში ბევრ ფეხბურთელსა და მწვრთნელს გაეცანი - ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვინ მოახდინა შენზე?
ლამი: თითოეულმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა თავისი ანაბეჭდი დატოვა, რომელიც აუცილებელი არაა დადებითი იყოს. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ შემდგომში იგივეს არ გავაკეთებდი. მე 33 წლის ვარ, და ბევრი რამ გადავიტანე, რომელიც ცხოვრებაში გამომადგება ფეხბურთის შემდეგაც. მე შევძელი უამრავ საინტერესო ხალხს გავსაუბრებოდი - სხვა ამგვარზე მხოლოდ ოცნებობს.

- არის რაიმე გადაწყვეტილება, რის შესახებაც დროის გასვლის შემდგომ ნანობ?
ლამი: ასე თუ ისე, თუმცა ახლა არაფრის შეცვლა აღარ ძალმიძს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ყოველთვის სინდისის კარნახითა და კეთილი განზრახვით ვმოქმედებდი. ყველა გადაწყვეტილება, რაც კი მიმიღია, ამ მომენტისათვის სწორადმიმაჩნია.

- ყველაზე რთული სიტუაცია, რომელსაც უნდა გამკლავებოდით კაპიტნობისას?
ლამი: იყო ორი მნიშვნელოვანი პერიოდი. ერთი 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის დროს. მაშინ წარმოუდგენლად რთული იყო გუნდის განწყობის შემოტრიალება. დრო გახდა საჭირო ამისთვის. 2013 წელს, ტრებლის შემდეგ, ყველაფერი პირიქით იყო. ეს მწვრთნელის შეცვლასაც ეხებოდა. საჭირო იყო პეპის მხადრაჭერა და თითოეულისათვის იმის ახსნა, რომ ცვლილებები საჭირო იყო, თუ ჩვენ მომავალშიც გვსურდა წარმატებების მიღწევა. იმ პერიოდში ეს ადვილი არ იყო.

- დიდებული კარიერა ყოველთვის დაკავშირებულია რაიმეზე უარის თქმასთან. ყველაზე რთული რა იყო რისი დათმობაც მოგიწიათ?
ლამი: დღესასწაულები, დაბადების დღეების მსგავსი, ქორწილები, რომელსაც ვერ დავესწარი და სადაც ჩემს მეუღლეს ვუშვებდი მარტოს. განსაკუთრებით, როდესაც ჩემი მეგობრების სადღესასწაულო დღეები ადრევე იყო დაგეგმილი ჩემი სათამაშო კალენდრის მიხედვით და საბოლოოდ კი მასში ცვლილებები შეჰქონდათ . ასეთი შემთხვევების დროს მე პირადად ძალიან გულდაწყვეტილი ვრჩებოდი.

- არის რაიმე, რისი დანახვაც არ შეგიძლია 20 წლიანი პროფესიონალური სპორტის შემდეგ?
ლამი: სპაგეტი ბოლონეზე! კი ნამდვილად ასეა. იმის მიუხედავად, რომ საკვები მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ ჯერ კიდევ 2 წლის წინ ყოველ დღე თითქმის ერთი და იგივე იყო: მაკარონი ტომატის სოუსით ან ბოლონეზე, ზოგჯერ ხორცის ნაჭერი საჩუქრად და პლიუს მწვანე სალათი - ესაა და ეს. დიდი არჩევანი მაშინ არ იყო. ჩემმა მეუღლემ ზუსტად იცის: როდესაც მე სახლში ვარ, არანაირი სპაგეტი ბოლონეზე (იცინის). მაგრამ, შესაძლოა, რამოდენიმე წლის შემდეგ, მე კვლავ გავუსინჯო მას გემო.

- უკვე ძალიან მალე „ბავარიის“ გულშემატკივრებს მოენატრებათ კლასიკური „ბავარიული“ კომბინაცია: არიენ რობენი ბურთს იღებს ფლანგზე, ცენტრში გადაადგილდება....
ლამი: ... და აი აქ ზურგიდან მოხუცი გამორბის და ითხოვს ბურთს! (იცინის)

- რამდენი კილომეტრი გაირბინეთ ამგვარად სულ ტყუილად?
ლამი: მეთვითონაც დიდი სიამოვნებით შევხედავდი ამ სტატისტიკას! ხუმრობის გარეშე კი, მე ხშირად ვაკეთებდი ასე და წლების განმავლობაში ეს მანევრი სრულყოფამდე ავიყვანეთ. რაც უფრო დიდი ხანი თამაშობთ ერთად, მით უკეთესად გესმით ერთმანეთის მოძრაობის. პირველ წლებში ასე იყო ფრანკ რიბერისთანაც მარცხენა ფლანგზე, ხოლო, ბოლო წლებში არიენ რობენთან მარჯვენა ფლანგზე. ორივემ ძალიან კარგად იცოდა, როდის და რა სიჩქარით დავიწყებდი წინ მოძრაობას.

- რაც საპირისპიროდ, ავტომატიზმამდე არ იყო დაყვანილი შენი გამოსვლები რუპორით, საჩემპიონო მატჩის შემდგომ „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ
ლამი: ვიცი, ეს ცოტა არ იყოს უხერხულად გამოიყურებოდა. არ მიყვარს ყურადღების ცენტრში მოხვედრა მაგრამ როდესაც მთელმა ტრიბუნამ ჩემი სახელის სკანდირება წამოიწყო, გავიფიქრე რომ ჩემი გამოსვლის დრო დადგა. ყოლველთვის ჟრუანტელი მივლის, როდესაც გულშემატკივრები ჩემს სახელს სკანდირებენ. ეს რაღაც განსაკუთრებულია.

- თუმცა თავისი მისამართით ყველაზე ხმამაღალი აღიარებები სიყვარულში, ბოლო წლებში სხვა ფეხბურთელებს რგებია. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
ლამი: არასოდეს არ მიფიქრია ამაზე. ხალხი სტადიონზე მოდის, რათა წარმოდგენა იხილოს და არა მატჩი ანგარიშით 0:0 შეცდომების გარეშე. მომავალში მეთვითონაც მოვალ სტადიონზე გულშემატკივრის ამპლუაში და ექშენის ნახვის სურვილი მექნება. ამიტომ, ჩემთვის სავსებით ნორმალურია, რომ შემტევი ფეხბურთელები უფრო დიდ ყურადღებას იღებენ გულშემატკივრების მხრიდან, ვიდრე მცველები. მაგრამ ყოველთვის, როდესაც მე ვლაპარაკობდი გულშემატკივრებთან, დიდი პატივისცემა მიგვრძვნია მათი მხრიდან. ჩემთვის კი ეს იყო მნიშვნელოვანი. პირველ მატჩში, რომლის შემდეგაც ჩემი კარიერის დასრულების შესახებ განვაცხადე, ეს თებერვალი იყო, ინგოლშტადტში და როდესაც გავიგე გულშემატკივრები ჩემს სახელს სკანდირებდნენ, წარმოუდგენლად ბედნიერი და მადლიერი ვიყავი.

- სამწვრთნელო კარიერას გამორიცხავ?
ლამი: არ ვიცი, რა იქნება 10 წლის შემდეგ, მაგრამ ამ მომენტში ვერ წარმომიდგენია რომ მწვრთნელი ვიქნები. ყოველ დღე იყო მინდორზე და ყველა საფეხბურთო წვრილმანებში ჩაკვირვება - ვფიქრობ, ეს ჩემთვის არაა.

ვრცელი ინტერვიუ ფილიპ ლამთან
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..