» » "ბაიერნი" გინესის რეკორდებში შევიდა

"ბაიერნი" გინესის რეკორდებში შევიდა

19-მაი-2017, 01:30
0394
თავისი კარიერის ფინალში „ბავარიის“ კაპიტანმა ფილიპ ლამმა თავისი ჯილდოების კოლექციას არაჩვეულებრივი პატივი შემატა. რეკორდმაისტერის კაპიტანმა თომას მიულერთან ერთად გუნდის სახელით მსოფლიოს გინესის რეკორდებში შესვლის სერთიფიკატი მიიღო. ბავარიელები დაჯილდოებულნი იყვნენ ჩემპიონთა ლიგაზე 16 წაუგებელი საშინაო მატჩების სერიისთვის - რაც მსოფლიოს რეკორდია!

„ამის მსგავს რეკორდებს ხშირად ვერ მიიღებ. ეს პირველია ჩემთვის. ტიტულები ცოტა უფრო მეტი მაქვს - იხუმრა ლამმა. მიულერი კი შეპირდა: „სერთიფიკატს განსაკუთრებული ადგილი გამოეყოფა“.

ბავარიამ რეკორდის დამყარება 2014 წლის 17 სექტემბრიდან დაიწყო მატჩში „ბაიერნი“ - „მანჩესტერ სიტი“ (1:0) და 16 წაუგებელი სერია გაგრძელდა 2017 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მატჩში „ბაიერნი“ – „არსენალი“ (5:1).

„ბავარიელებისათვის“ გინესის რეკორდების წიგნში შესვლა პირველი არაა, ბოლო წლებში ეს პატივი ჟერომ ბოატენგსა და რობერტ ლევანდოვსკის ხვდა წილად.

გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა რეკორდი ბუნდესლიგაში დაამყარა, რომლის წაუგებელი მატჩების რაოდენობამ 56-ს მიაღწია. ჟერომს არ წაუგია გერმანიის ჩემპიონატში 2012 წლის 3 ნოემბრიდან, 2014 წლის 19 დეკემბრამდე.

„ბავარიის“ პოლონელმა თავდამსხმელმა კი ერთდროულად 4 სერთიფიკატი მიიღო:

- ყველაზე სწრაფი ხეთ-თრიქისთვის (3 წუთი და 22 წამი)
- პოკერისთვის (5 წუთი და 42 წამი)
- პენტა-ტრიკისთვის (8 წუთი და 59 წამი)
- და ასევე როგორც შეცვლიდან შემოსულმა ფეხბურთელმა, რომელმაც 5 გოლი გაიტანა (ბუნდესლიგაში)
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..