» » ტონი კროოსი: "ბაიერნში" დაბრუნებას გამოვრიცხავ

ტონი კროოსი: "ბაიერნში" დაბრუნებას გამოვრიცხავ

19-მაი-2017, 10:26
0378
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი ტონი კროოსი, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს, ინტერნეტ-გამოცემა Sport Business-თან საუბრისას აცხადებს, რომ "რეკორდმაისტერის" რიგებში დაბრუნების პერსპექტივას გამორიცხავს. 27 წლის ფეხბურთელის თქმით, გერმანიის ჩემპიონატში ასპარეზობა, მის ინტერესებში არ შედის.

"შემიძლია გითხრათ, რომ ბუნდესლიგაში თამაშს არ ვაპირებ. ეს თავი ჩემთვის უკვე დასრულებულია. ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია მიუნხენის "ბაიერნში" დაბრუნება. ეს არ მოხდება! აქედან გამომდინარე, გერმანიის ჩემპიონატში ასპარეზობასაც გამოვრიცხავ" - ციტირებს გერმანელი ნახევარმცველის სიტყვებს, გამოცემა Sport Business-ი.

შეგახსენებთ ტონი კროოსი, მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 2007-2014 წლების განმავლობაში ირიცხებოდა. კროოსს, გერმანულ გრანდთან ერთად მოპოვებული აქვს უამრავი, ნაციონალური თუ საერთაშორისო ტიტული. მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად არის უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

მადრიდში გერმანელი ნახევარმცველი მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ 2014 წლის სეზონში გადაბარგდა. 2016-ში კი მადრიდის „რეალთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2022 წლამდეა გათვლილი. „არ შემიძლია ვთქვა თუ რა მოხდება 5 წელიწადში, მაგრამ მიზანი მადრიდში დარჩენაა“ - განაცხადა კროოსმა.

ამის გარდა, ნახევარმცველი გამორიცხავს კარიერის დასრულების შემდგომ მწვრთნელის რანგში მუშაობასაც - „არა იმიტომ, რომ არ შემიძლია ან არ მიზიდავს, არამედ ამისათვის უფრო დიდი დრო და ენერგია იქნება საჭირო, ვიდრე ახლა გჭირდება როგორც ფეხბურთელს“ - ახადებს კროოსი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..