» » Marca: ალონსო საკუთარ კარიერაზე საუბრობს

Marca: ალონსო საკუთარ კარიერაზე საუბრობს

19-05-2017, 11:00 -ss- სიახლეები 0

Marca: ალონსო საკუთარ კარიერაზე საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერი ჩაბი ალონსო, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს, საკუთარი საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს, ინტერნეტ-გამოცემა Marca-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ იგი ყოველთვის წინააღმდეგი იყო ე.წ "უხეში ფეხბურთის" დემონსტრირებისა და მუდმივად ცდილობდა სპორტის ამ სახეობისათვის დადგენილი წესებით ემოქმედა.

"მსურს გულშემატკივარს ვახსოვდე, როგორც "სუფთა ფეხბურთის" შემსრულებელი მოთამაშე. ჩემთვის მთავარი ყოველთვის იყო თამაში, ის თუ რა ხდებოდა მოედანზე და არა მის ფარგლებს გარეთ, ან თუნდაც მასმედიაში. ყოველთვის მომწონდა, საფეხბურთო ატმოსფეროს შეგრძნება სხვადასხვა ქვეყანაში, მომწონდა პატივისცემის გამოხატვა ზოგადად სპორტის და თანაგუნდელების მიმართ. მე ყოველთვის ამით ვცხოვრობდი. თუმცა მე არ შემიძლია, ხალხის დამოკიდებულება ვმართო ან ჩემს თავს მივცე შეფასება. თუკი მე დამისვამდნენ შეკითხვას, როგორ ჩავაბარე გამოცდა, ვუპასუხებდი რომ დამაკმაყოფილებლად."

გარდა ზემოაღნიშნული საკითხისა, ფეხბურთელი ასევე შეეხო "სამეფო" კლუბის შემადგენლობაში გატარებულ პერიოდს და მადრიდის "რეალის" დღევანდელ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

"მადრიდის "რეალს" შეგვიძლია ვუწოდოთ ისეთი რაღაც, რასაც ფეხბურთის უმაღლეს საფეხურთან მივყავართ. ამ კლუბის დონე და ის რეზონანსი, რაც მას მთელ მსოფლიოში აქვს, გამყარებულია საკუთრივ კლუბის მიღწევებით. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ "რეალის" პრესტიჟი კვლავაც განაგრძობს ზრდას. მადრიდის "რეალის" სიდიადე ბოლომდე მაშინ შევიგრძენი როდესაც ეს კლუბი დავტოვე. როცა შენ ამ კლუბში თამაშობ და მოვლენების ეპიცენტრში ხარ, მაშინ არ უფიქრდები თუ რამდენად დიდი კლუბია იგი"-ციტირებს ესპანელი ნახევარმცველის სიტყვებს გამოცემა Marca.

შეგახსენებთ, ჩაბი ალონსო მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 2009-2014 წლების განმავლობაში ასპარეზობდა. ესპანური კარიერის დასრულების შემდგომ კი ალონსომ ასპარეზობა უკვე მიუნხენის "ბაიერნში" განაგრძო.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.