» » FCB : რუმენიგემ ალონსო შეაქო

FCB : რუმენიგემ ალონსო შეაქო

19-05-2017, 13:57
089
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ, კლუბის ესპანელი საყრდენი ნახევარმცველის, ჩაბი ალონსოს მისამართით, საქებარი სიტყვები არ დაიშურა. რუმენიგეს განცხადებით, ჩაბი ალონსომ, მასზე გაცემული ავანსი სრულიად გაამართლა და იგი გერმანული გრანდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შენაძენად მოიხსენია.

"შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ალონსოს ტრანსფერი ითვლება ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებად მიუნხენის "ბაიერნისათვის". ჩვენს მიერ მასზედ გაკეთებული ფსონი, სრულიად გამართლებული აღმოჩნდა. ჩაბიმ დაამტკიცა, რომ ყოველთვის არ არის საჭირო ირბინო მეტოქეზე მეტი, უბრალოდ საკმარისია იფიქრო მასზე სწრაფად და ამ საკითხში ალონსო სწორედ, რომ სანიმუშო მაგალითია. ის დიდებული სტრატეგი და ნამდვილი ინტელიგენტია. გარდა ამისა, მასთან მუშაობა ძალიან მარტივია."-ციტირებს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.

ჩაბი ალონსო მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 2014 წლის 29 აგვისტოს ჩაირიცხა. 2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონში ესპანელმა საყრდენმა, მიუნხენური კლუბის მაისურით 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 3 გატანილი გოლისა და ამდენივე შედეგიანი გადაცემის ავტორი. 20 მაისს საფეხბურთო კლუბ "ფრაიბურგთან" გასამართი მატჩის შემდეგ, ჩაბი ალონსო დიდ ფეხბურთს დაემშვიდოება და მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტან ფილიპ ლამთან ერთად, საკუთარ პროფესიულ კარიერას, ოფიციალურად დაასრულებს.

შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..