» » ზამერი : გაკვირვებული ვარ

ზამერი : გაკვირვებული ვარ

19-მაი-2017, 14:28
0472
მათიას ზამერი, რომელიც მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, გაკვირვებას გამოხატავს კლუბში არსებული მდგომარეობის გამო. ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, 49 წლის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ თავად მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა არ არის ჩამოყალიბებული თუ ვის ისურვებდნენ "ბავარიის" სპორტულ დირექტორად და კანდიდატებთან ურთიერთობის გარკვევა პრესის მეშვეობით ხორციელდება.

"დიახ, დღემდე ხდება ამა თუ იმ სპეციალისტის დასახელება, კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით. მე კი მიმაჩნია, რომ ჯერ თავად კლუბში უნდა ჩამოყალიბდნენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ამის შემდეგ წყნარ მოქმედებაზე გადავიდნენ. უკვე შემდგომ, შესაძლებელია, რომ გარკვეული ინფორმაციის გავრცელებაც მოხდეს. ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საუბრობდნენ ლამისა და მაქს ებერლის შესახებ, როდესაც მათი მხრიდან საერთად არაფერი იყო ცნობილი. ყველაფერი ზემოხსენებული გარკვეული ნერვიულობის საბაბს იძლევა."-აღნიშნა მათიას ზამერმა ჟურნალისტთან საუბრისას

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მათიას ზამერმა მიიღო გადაწყვეტილება კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობა ვადაზე ადრე დაეტოვებინა და ამ ფაქტის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" დღემდე, სპორტული დირექტორის გარეშე აგრძელებს საქმიანობას. პრესაში გავრცელებული არაერთი კანდიდატურა, რომელიც განიხილებოდა აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციაზე კი ყოველ ჯერზე, ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ჭორი აღმოჩნდა და კლუბი ისე ამთავრებს 2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონს, რომ ხსენებული პორტფელი კვლავაც ახალი ხელმძღვანელის მოლოდინშია.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..