» » ანჩელოტი: "ბავარიას" "რეალთან" არასამართლიანად მოექცნენ

ანჩელოტი: "ბავარიას" "რეალთან" არასამართლიანად მოექცნენ

19-მაი-2017, 20:09
0367
„ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა "ფრაიბურგთან“ მატჩის წინ, დღეს პრეს-კონფერენცია გამართა და ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა სხვადასხვა თემებზე.

კარლო ანჩელოტი დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე:

ჩემპიონთა ლიგაზე: „ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ საპასუხო მატჩში, „ბავარიას“ არასამართლიანად მოექცნენ. მაგრამ ისტორიას „რეალის“ „ბავარიასთან“ გამარჯვება დარჩება და აქ ისმება წერტილი. ის რაც ამ მატჩში მოხდა, მთელმა მსოფლიომ დაინახა და ეს ნორმალური მოვლენა ნამდვილად არ ყოფილა. საჭიროა VAR-ის გამოყენება (ვიდეო ასისტენტი), ეს აუცილებელია“ - განაცხადა იტალიელმა.

„რაც შეეხება ხაბი ალონსოსა და ფილიპ ლამს, მათთან ბოლო ვარჯიში ძალიან ემოციონალური გამოდგა. მე ამაყი ვარ იმით, რომ ამ შესანიშნავ ფეხბურთელებს ვწვრთნიდი. ორივე ხვალ სასტარტო შემადგენლობაში გამოვლენ. მატჩის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე კი მე მათ შევცვლი, რომ გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით გაცილება შეძლონ“.

ჰერმან გერლანდზე: „ჰერმან გერლანდმა უდიდესი თანადგომა გამიწია. მას დიდი გამოცდილება აქვს ბუნდესლიგაში და ის მე ძალიან დამეხმარა“.

ლეონ გორეცკას შესაძლო ტრანსფერზე: „ბავარია“ ეძებს საინტერესო ფეხბურთელებს, ვფიქრობ - გორეცკა ამ კატეგორიაში ჯდება“.

ლუდით წუწაობაზე: „მუხლის პრობლემები მაწუხებს და ვშიშობ, რომ ხვალ ვერ გავექცევი ლუდით გაწუწვას“.

შეგასხენებთ, რომ ხვალ „ბავარია“ თავის მოდედანზე მე-6 ადგილოსან „ფრაიბურგს“ უმასპინძლებს. ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩი ასევე საბოლოო იქნება რეკორდმაისტერის კაპიტნის ფილიპ ლამის, ხაბი ალონსოსა და ტომ შტარკესათვის.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..